კრიმინალიქართველები უცხოეთშიიტალია

იტალიაში ქართველებს შორის ჩხუბი დაჭრით დასრულდა – დეტალები

იტალიის ქალაქ ბოლცანოში საქართველოს მოქალაქეებს შორის ჩხუბს სროლა მოჰყვა. დაჭრილია ერთი ადამიანი. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

პარასკევს, 25 აპრილს, დაახლოებით 22:00 საათზე 112-ში მოცარტის ქუჩის მაცხოვრებლებმა დარეკეს, რომლებმაც ყვირილისა და სროლების ხმა გაიგონეს. ადგილზე რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი ერთდროულად მივიდა, თუმცა მოჩხუბრებმა პოლიციის მისვლამდე მოასწრეს მიმალვა. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილის სიახლოვეს გაჩერებული ავტომობილის ქვეშ რევოლვერი იპოვეს.

ინციდენტიდან მალევე ქალაქის საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებაში ორი ქართველი მამაკაცი მივიდა. ერთ-ერთი მათგანი ცეცხლსასროლი იარაღით იყო დაჭრილი ხელისა და ფეხის არეში. საბედნიეროდ, მისი მდგომარეობა მძიმე არ აღმოჩნდა.

გამოძიების პირველადი ვერსიით, თანამემამულეებს შორის შელაპარაკება დაიწყო, რომელიც სწრაფად გადაიზარდა ჩხუბში. ერთ-ერთმა მონაწილემ იარაღი ამოიღო, მეორეს მისი განიარაღების მცდელობისას სასხლეტს შემთხვევით გამოეკრა ხელი და იარაღმა რამდენჯერმე გაისროლა. შედეგად ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე დაიჭრა.

მიმდინარეობს გამოძიება ჩხუბის მიზეზებისა და ინციდენტში მონაწილე ყველა პირის ვინაობის დასადგენად.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close