დღის თემასაზოგადოებასაქართველო

ლოცვა, რომელიც ბზობას უნდა წარმოვთქვათ

მართლმადიდებელი სამყარო დღეს ბზობას – მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას აღნიშნავს. 

ბზობა თორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს. მისი შინაარსი დაფუძნებულია სახარებაზე, რომელშიც გადმოცემულია პასექის დღესასწაულზე დასასწრებად იესო ქრისტეს იერუსალიმში შესვლის ამბავი. იესოს მოსახლეობა ზეიმით შეეგება, ზოგი მის სახედარს ფეხქვეშ თავის სამოსს უგებდა, ზოგი პალმის რტოებს, თან „ოსანას“ შესძახოდნენ.

რა კავშირშია აღნიშნულ დღესასწაულთან ბზა  

იმ ქრისტიანულ ქვეყნებში, სადაც პალმა არ არის, ტრადიციის მიხედვით, სადღესასწაულოდ ის მცენარე გამოიყენება, რომელიც გაზაფხულზე იქ ამ დროს ხარობს.

საქართველოში ასეთ მცენარედ ბზა ორი მიზეზით აირჩიეს:

1. მსოფლიოში იშვიათია მცენარე, რომელიც არის ერთდროულად მარადმწვანეც და ფოთლოვანიც, ბზა კი ამ იშვიათ მცენარეთა შორისაა. აქედან გამომდინარე, გაზაფხულზე, როცა აღნიშნული დღესასწაული დგება, საქართველოში ის ერთადერთი ფოთლოვანი მცენარეა, რომელიც ამ დღესასწაულის დროს მწვანედაა გაფოთლილია.

2. კავკასიური ბზის მერქანი ცნობილია „კავკასიური პალმის“ ან „პალმის ხის“ სახელწოდებით, შესაბამისად, ახლოს დგას აღნიშნულ დღესასწაულთან ასოცირებულ მცენარესთან.

ყველა მორწმუნემ იცის, რომ ამ დღეს ნაკურთხი ბზა უნდა მიიტანოს სახლში, თუმცა ეს არ არის საკმარისი. ამ დღეს საგანგებო ლოცვა იკითხება.

ბზობის ტროპარი 

ყოველთა აღდგომასა პირველ ვნებისა შენისასა მოასწავებდი, ამისთვისცა მეგობარი შენი, ლაზარე მკვდრეთით აღადგინე, ქრისტე ღმერთო, რომლისათვის ჩუენცა, ვითარცა შვილნი ებრაელთანი, შევსწირავთ შენდა ძლევისა გალობასა, რომელმან დასთრგუნე სიკუდილი: ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.

კონდაკი

ზეცათა შინა საყდართა, კიცუსა ქუეყანასა ზედა მჯდომარემან, ქრისტე ღმერთო ჩუენო, ანგელოზთა ქებაი დღეს და ყრმათა გალობაი ზოგად შეიწირე, რომელნი გალობდეს: კურთხეულ ხარ, რომელი მოხუედ ცხორებად და განახლებად, მხსნელო ადამისო, ვითარცა კაცთმოყუარე ხარ.

რას უკავშირდება ბზობის დღესასწაული და როგორ აღნიშნავდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close