ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 31 მარტი – 6 აპრილი

ამ კვირაში ცაზე 5 მნიშვნელოვანი პლანეტარული ასპექტი ჩამოყალიბდება. არსებითი ხასიათის თავისებურება ის არის, რომ ყველა ასპექტი თავის გავლენას კვირის ბოლოს ააქტიურებს – კვირის პირველ ნახევარში ვითარება შედარებით მშვიდია და მხოლოდ კვირის ბოლოს ვლინდება მნიშვნელოვანი მოვლენები. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი,  სატურნი-ურანის სექსტილი (4 აპრილი) ძლიერი, მაგრამ იშვიათი ასპექტია, რომელიც 45 წელიწადში ორჯერ ხდება. ეს ასპექტი გავლენას ახდენს თაობებზე და საზოგადოების სტრუქტურაზე, ხელს უწყობს მის განახლებასა და რეფორმირებას. პიროვნულ დონეზე ასპექტი ნაკლებად შესამჩნევია, მაგრამ შეუძლია ხელი შეუწყოს პოზიტიურ ცვლილებებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ორშაბათიდან, 31 მარტიდან, მთვარე მატების ფაზაში გადადის და ეს კვირა ნაყოფიერი პერიოდი იქნება უამრავი მცდელობისთვის. დაგეხმარებათ თუნდაც საკუთარი ბიზნესსაქმიანობის წამოწყებაში, მოგზაურობის დროს და ოჯახის შექმნაშიც კი. ასეთი დადებითი და სასარგებლო ენერგია მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

ეს პროგნოზი დაგეხმარებათ, მოემზადოთ ახალი კვირისთვის – ვნახოთ, რას გვირჩევენ ვარსკვლავები!

ვერძი

ამ კვირაში თქვენი შინაგანი სამყარო ფრთხილ მოპყრობას მოითხოვს. გაამდიდრეთ ის ახალი შთაბეჭდილებებითა და შეგრძნებებით. მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას, ნუ ენდობით სხვის სიტყვებს. კვირის დასაწყისში მოსალოდნელია შემოქმედებითი ენერგიის მოზღვავება, სურვილი გაგიჩნდებათ, განახორციელოთ ის პროექტები, რომლებიც დიდი ხანია გადადებთ – ეს იდეალური დროა ექსპერიმენტებისთვის.

შუა კვირის დღეებმა შესაძლოა მოიტანოს პირადი ამბიციებისა და საყვარელი ადამიანების მოთხოვნილებების დაბალანსების აუცილებლობა. ვინმეს რჩევა ან მოულოდნელი წინადადება დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ რაიმე გაუგებრობა.

შაბათ-კვირას მოსალოდნელია თანამოაზრეებთან შეხვედრა ან ღონისძიებაში მონაწილეობა, რომელიც თქვენს ჰორიზონტს გააფართოებს. სპონტანურობა ყველაზე ნათელ შთაბეჭდილებებს მოგიტანთ.

სასიკეთო დღეები: 1, 5.

არასასიკეთო დღე: 2.

კურო

ამ კვირის პირველი ნახევარი დატვირთული იქნება პრაქტიკული ამოცანებით, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსებთან თუ ყოველდღიურ ცხოვრებასთან. სამშაბათი შეიძლება იყოს ყველაზე დაძაბული და დამაბნეველი დღე, ნუ ეცდებით, გაარკვიოთ რა ხდება, უბრალოდ გააკეთეთ თქვენი საქმე. შეიძლება დაგჭირდეთ ბიუჯეტის გადახედვა, დეტალებზე ყურადღება დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ ზედმეტი ხარჯები.

კვირის შუაში შესაძლებელია მოულოდნელი ამბები ან მოკლე მოგზაურობები. შაბათ-კვირის მოახლოებასთან ერთად წინ წამოიწევს რომანტიკული ურთიერთობების ან კრეატიულობის სფერო. ნუ იფიქრებთ იმაზე, რაც თქვენ საერთოდ არ გეხებათ.

თუ მარტოხელა ხართ, მოსალოდნელია ისეთი ნაცნობობა, როცა თქვენს სურვილებს ახლებურად შეხედავთ. ეცადეთ, წარსულზე არ იფიქროთ – მიმდინარე მოვლენები შეგახსენებთ, რომ სტაბილურობა და სიახლეები შეიძლება თანაარსებობდეს.

სასიკეთო დღეები: 31, 5.

არასასიკეთო დღე: 3.

ტყუპი

ეს კვირა ის მშვენიერი დროა, როდესაც თავდაჯერებულად მიდიხართ თქვენი მიზნისკენ და ამბიციურ გეგმებს ასრულებთ. კვირა დაიწყება გაზრდილი ყურადღებით განათლების, მოგზაურობის ან აზრების გაცვლის საკითხებზე. გექნებათ ცოდნის გაზიარების და ასევე რაიმე ახლის სწავლის სურვილი, შესაძლოა არაფორმალურ გარემოში.

კვირის შუა რიცხვებში საშინაო ან ემოციურ საკითხებზე ფოკუსირება დაგჭირდებათ. შეეცადეთ, უზრუნველყოთ საკუთარი თავი მაქსიმალური სიმშვიდით. შესაძლებელია საყვარელ ადამიანებთან სიღრმისეული საუბარი, რაც ნდობის ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ.

კვირის ბოლოს კარიერის სფერო გახდება პრიორიტეტული: თქვენი ძალისხმევა შეიძლება შეამჩნიონ უფროსებმა ან პარტნიორებმა, თუმცა მოერიდეთ ზედმეტ თავდაჯერებულობას – დიპლომატია ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამბიცია.

სასიკეთო დღეები: 2, 6.

არასასიკეთო დღე: 31.

კირჩხიბი

ამ კვირის პირველი დღეები ემოციურად დატვირთული იქნება. შეიძლება აღმოჩნდეს ძველი მოგონებები ან გადაუჭრელი საკითხები, რომლებიც თქვენს ყურადღებას მოითხოვს. არ შეგეშინდეთ საკუთარ თავში ჩახედვა – ეს დაგეხმარებათ, გათავისუფლდეთ წარსულის ტვირთისგან.

კვირის შუა რიცხვები პროფესიულ საკითხებში სიცხადეს მოიტანს: შეძლებთ იპოვოთ იმ პრობლემის არასტანდარტული გადაწყვეტის გზა, რომელიც დიდი ხანია გადაულახავი გეჩვენებათ. რეკომენდებულია კოლეგების კრიტიკისგან თავის შეკავება.

შაბათ-კვირას გააქტიურდება მეგობრობის ან ჯგუფური პროექტების არეალი – შესაძლოა რაიმე ღონისძიებაში მონაწილეობამ ან კოლექტიურმა შემოქმედებამ ჰარმონიის განცდას გაგიჩინოთ. ეცადეთ, არ გადაიტვირთოთ პასუხისმგებლობებით: პერიოდი ხელსაყრელია დასვენებისა და ენერგიის აღსადგენად.

სასიკეთო დღეები: 4, 5.

არასასიკეთო დღე: 1.

ლომი

ეს კვირა დაიწყება თვითრეალიზაციის შესაძლებლობებით შემოქმედებით თუ რომანტიკულ სფეროებში. თქვენი ქარიზმა პიკზე იქნება, რაც ირგვლივ მყოფების ყურადღებას მიიპყრობს, თუმცა მოერიდეთ ზედმეტად დემონსტრაციულობას – ახლა გულწრფელობა უფრო მნიშვნელოვანია.

კვირის შუა რიცხვებში მოგიწევთ ფოკუსირება თქვენს ყოველდღიურ მოვალეობებზე: რუტინა შეიძლება დამღლელი ჩანდეს, მაგრამ ახლა სწორედ აქ არის პასუხისმგებლობის გამოვლენის შანსი.

კვირის ბოლოს შესაძლებელია მოულოდნელი ამბები შორიდან ან მოგზაურობასთან დაკავშირებული სიახლეები. ნუ შეგეშინდებათ გეგმების შეცვლისა – სპონტანური გადაწყვეტილებები წარმატებული იქნება.

სასიკეთო დღეები: 3, 5.

არასასიკეთო დღე: 2.

ქალწული

ამ კვირის პირველი დღეები ფასეულობების, მათ შორის, მატერიალური ასპექტების გადახედვასთან იქნება დაკავშირებული. შესაძლოა იფიქროთ იმაზე, თუ როგორ გააუმჯობესოთ თქვენი ცხოვრების ხარისხი, ან მიიღოთ ინფორმაცია მომგებიანი ინვესტიციის შესახებ.

შუა კვირაში შეეცადეთ, გაააქტიუროთ სოციალურ კონტაქტები – პროექტებში მონაწილეობა თუ თანამოაზრეებთან შეხვედრები თავდაჯერებულობას შეგმატებთ. კარგი შესაძლებლობა გექნებათ, დაამყაროთ სასარგებლო კონტაქტები და გაიგოთ ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ახლა არ არის საუკეთესო დრო საოფისე რომანის დასაწყებად.

შაბათ-კვირას ოჯახური ან ემოციური ურთიერთობების სფერო თქვენს მონაწილეობას მოითხოვს: მოემზადეთ გულწრფელი საუბრისთვის ან საყვარელი ადამიანის მხარდაჭერისთვის. მოერიდეთ ზედმეტ კრიტიკულობას.

სასიკეთო დღეები: 3, 5.

არასასიკეთო დღე: 31.

სასწორი

ეს კვირა დაიწყება ნათელი მოვლენებით თქვენს პირად ცხოვრებაში ან შემოქმედებით საქმიანობაში. ხელოვნების რომელიმე სფეროში ჩართვა არ იქნებოდა ურიგო. პირადი თვალსაზრისით, თქვენი ხიბლი და კომპრომისების პოვნის უნარი დაგეხმარებათ, მოაგვაროთ ხანგრძლივი უთანხმოება.

კვირის შუა რიცხვები დეტალებზე მოითხოვს ფოკუსირებას: ყურადღებას საჭიროებს დოკუმენტები, კონტრაქტები თუ ყოველდღიური საკითხები. მოერიდეთ სარისკო ფინანსურ ტრანზაქციებს და ნუ გასესხებთ ფულს – ვარსკვლავები გვაფრთხილებენ, რომ შესაძლოა სოლიდური თანხა დაკარგოთ.

შაბათ-კვირას დაკავდით სპორტით ან გაიუმჯობესეთ იმიჯი. ნუ შეგეშინდებათ უჩვეულო მიდგომების გამოყენება: უმნიშვნელო კორექტირებასაც კი შეუძლია გააუმჯობესოს თქვენი კეთილდღეობა.

სასიკეთო დღეები: 2, 4.

არასასიკეთო დღე: 1.

მორიელი

მორიელებს შეიძლება დიდი ძალა და ენერგია ჰქონდეთ, მაგრამ გარშემო მყოფები გამუდმებით გამოცდიან მათ. სამსახურში მოლაპარაკება და ოჯახში კომპრომისების მოძიება ძალიან რთული აღმოჩნდება. კვირის პირველი ნახევარი წარსულთან დაკავშირებული ემოციური გამოცდილებით იქნება სავსე. შესაძლოა მიიღოთ პასუხები დიდი ხნის წინანდელ კითხვებზე ან ხელახლა შეაფასოთ თქვენი ურთიერთობები.

კვირის შუა რიცხვებში გაწიეთ ქველმოქმედება, რადგან ერთი ადამიანის დახმარებითაც კი თავს ბედნიერად და საჭიროდ იგრძნობთ. ხუთშაბათს თავისუფლად წადით პაემანზე – ეს დღე იდეალურია სიყვარულისთვის.

კვირის ბოლოს წინ წამოიწევს კომუნიკაციის ან სწავლის სფერო: ლექცია, კურსი ან შეხვედრა საინტერესო ადამიანთან თქვენს ჰორიზონტს გააფართოებს. შეეცადეთ, კვირა დღე საუკეთესოდ გაატაროთ მეგობრებთან ერთად.

სასიკეთო დღეები: 2, 5.

არასასიკეთო დღე: 4.

მშვილდოსანი

ეს კვირა აქტიური კომუნიკაციითა და აზრების გაცვლით დაიწყება. შესაძლებელია მოგზაურობა, მოლაპარაკება ან განათლებასთან დაკავშირებულ პროექტებში მონაწილეობა. როგორც ვარსკვლავები წინასწარმეტყველებენ, თქვენი ინიციატივა მნიშვნელოვანია, მაგრამ მოერიდეთ ზედმეტ იმპულსურობას.

კვირის შუა დღეებში მოგიწევთ ფოკუსირება ემოციურ საკითხებზე – შესაძლოა საყვარელი ადამიანის მხარდაჭერა დაგჭირდეთ. მოემზადეთ სერიოზული გადაწყვეტილებების მისაღებად, რათა თავიდან აიცილოთ ძალიან უსიამოვნო კონფლიქტური სიტუაცია. მოერიდეთ ფიზიკურ აქტივობას – ეს საშიშია თქვენი ჯანმრთელობისთვის.

შაბათ-კვირას ბრმად ნუ ენდობით ყველაფერს, თავად შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია და პასუხისმგებლობის აღების ნუ შეგეშინდებათ – იღბალი თქვენს მხარეზეა!

სასიკეთო დღეები: 31, 4.

არასასიკეთო დღე: 3.

თხის რქა

თხის რქებს დატვირთული კვირა ელით. კვირის პირველი დღეები პროფესიულ ამბიციებთან იქნება დაკავშირებული. მოსალოდნელია წინადადებები, რომლებიც სტრატეგიულ აზროვნებას მოითხოვს. აუცილებლად მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას და ის მიგანიშნებთ, თუ როგორ გამოხვიდეთ დამაბნეველი სიტუაციიდან. თქვენი დისციპლინა და დაგეგმვის უნარები დაგეხმარებათ მიზნის მიღწევაში.

კვირის შუა დღეებში შესაძლოა საჭირო გახდეს სესხებთან, მემკვიდრეობასთან ან ინვესტიციებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. მოერიდეთ სარისკო გადაწყვეტილებებს – წინდახედულობა ახლა თქვენი მთავარი მოკავშირეა.

შაბათ-კვირა თქვენს პირად ცხოვრებაში ნათელი შთაბეჭდილებებით იქნება სავსე – მოსალოდნელია რომანტიკული პაემანი ან ახალი შემოქმედებით პროექტის დაწყება.

სასიკეთო დღეები: 2, 4.

არასასიკეთო დღე: 31.

მერწყული

ეს კვირა გაზრდილი სოციალური კონტაქტებით დაიწყება. წვეულების სული და გული გახდებით და თქვენი იდეები ირგვლივ მყოფებს შთაგონებით აღავსებს, თუმცა არ დაივიწყოთ პიროვნული საზღვრები – ზედმეტმა კომუნიკაციამ შეიძლება დაღლილობა გამოიწვიოს.

კვირის შუა დღეებში პროფესიულ ასპარეზზე არ დაიწყოთ რაიმე ახალი და არ თქვათ თანხმობა დამატებითი პასუხისმგებლობების საკუთარ თავზე აღებაზე. კონფლიქტები შეიძლება წარმოიშვას ყველაზე ტრივიალური მიზეზების გამო. შეეცადეთ, ემოციური რეაქცია არ გქონდეთ. იყავით მომთმენი და თავშეკავებული.

შაბათისთვის შესაძლებელია ოჯახში ან უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მოულოდნელი მოვლენები. შეეცადეთ, იყოთ დაკვირვებული – ცვლილებები, თუნდაც დაუგეგმავი, სასარგებლო იქნება. კვირა დღე კარგია შემოქმედებითი საქმიანობისთვის, ასევე ფიზიკური აქტივობისთვის.

სასიკეთო დღეები: 1, 5.

არასასიკეთო დღე: 4.

თევზები

ამ კვირის პირველი ნახევარი სავსე იქნება შემოქმედებითი იდეებითა და სულიერი ძიებებით. შეიძლება დაინტერესდეთ ხელოვნებით, მედიტაციით ან ეზოთერული თემების შესწავლით. თუ რამე გაქვთ ჩაფიქრებული, ნუ გაჩერდებით, მოიკრიბეთ ძალა და იმოქმედეთ. ამ დღეებში შეგიძლიათ ახალი პროექტიც კი დაიწყოთ და, მიუხედავად რეტროგრადული მერკურის გავლენისა, ყველაფერი კარგად დასრულდება.

კვირის შუა რიცხვებში გადადეთ შეხვედრები და შეეცადეთ, მინიმუმამდე დაიყვანოთ ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობა. სასურველია, გააკონტროლოთ თქვენი სიტყვები და ემოციები. ზოგადად, მთელი კვირის განმავლობაში შეეცადეთ, იყოთ დიპლომატიური, მოერიდეთ აგრესიას.

შაბათ-კვირას წინ წამოიწევს რომანტიკული ურთიერთობების თუ მეგობრობის სფერო – ძველ ნაცნობთან შეხვედრა ან რომანტიკული ჟესტი გააძლიერებს თქვენს კავშირს.

სასიკეთო დღეები: 31, 5.

არასასიკეთო დღე: 2.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close