საზოგადოებასაქართველო

ილონ მასკი კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ინიციატივამ დააინტერესა

აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე გააზიარა ამერიკელი დემოგრაფის, ლაიმან სტოუნის კვლევა, რომელშიც საუბარია იმაზე, თუ როგორ გაზარდა საქართველოში შობადობა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ინიციატივამ მის მიერ მესამე და მომდევნო შვილების მონათვლის შესახებ.

ლაიმან სტოუნი (Lyman Stone) დემოგრაფი, ეკონომისტი და პოლიტიკის ანალიტიკოსია, რომელიც სპეციალიზდება რეპროდუქციის, მიგრაციისა და დემოგრაფიული ცვლილებების საკითხებში. ის აქტიურად წერს და აქვეყნებს კვლევებს რეპროდუქციის პოლიტიკაზე, განსაკუთრებით იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს კულტურული და სახელმწიფო პოლიტიკა შობადობაზე.

ის ამტკიცებს, რომ საზოგადოებაში ელიტებისა და კულტურული ნორმების როლი შობადობის ზრდის კუთხით გადამწყვეტია.

ილონ მასკის მიერ გაზიარებულ პოსტში ნათქვამია:

„შესანიშნავი ახალი კვლევა, რომელიც ლაიმან სტოუნმა გამოაქვეყნა, აჩვენებს, რომ შობადობის წახალისებამ და მრავალშვილიანი ოჯახების სტატუსის ამაღლებამ გამოიწვია შობადობის ზრდა 42%-ით დაქორწინებულ მართლმადიდებელ ქართველ წყვილებში და მესამე და მეტი შვილის გაჩენის მაჩვენებელი 100%-ით გაიზარდა. კულტურულ ლიდერებს შეუძლიათ, აამაღლონ ერების ფერტილურობა!“

პატრიარქის ნათლულთა რაოდენობამ 48 ათასს გადააჭარბა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close