ინფორმაცია Facebook Live-ის მოყვარულთათვის – როგორ უნდა მოიქცეთ, რომ ლაივ ვიდეოები არ დაკარგოთ

Facebook-ის მფლობელი კომპანია META-ს განცხადებით, 19 თებერვლიდან ახალი Facebook-ლაივების ნახვა, ჩამოტვირთვა და გაზიარება მხოლოდ 30 დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი, შემდეგ მას Facebook-ი ავტომატურად წაშლის. აქამდე live ვიდეოები განუსაზღვრელი ვადით ინახებოდა.
Facebook-დან წაიშლება ის ლაივ ვიდეოები, რომლებიც 30 დღეზე მეტი ხნის წინაა ჩაწერილი.
კომპანიის განცხადებით, სანამ დაარქივებული ლაივები პლატფორმიდან წაიშლება, მომხმარებლები აპლიკაციასა და ელექტრონულ ფოსტაზე გამაფრთხილებენ შეტყობინებას მიიღებენ, რის შემდეგაც ლაივ ვიდეოების გადმოსაწერად 90 დღე ექნებათ.
ძველი ლაივ ვიდეოების გადმოსაწერად META-მ სპეციალური ხელსაწყოც შექმნა. გამაფრთხილებელი შეტყობინების მიღების შემდეგ აირჩიეთ Download live videos. გარდა ამისა, შესაძლებელია ლაივ ვიდეოების პირდაპირ cloud პლატფორმებზე გადატანა, Transfer live videos-ს არჩევის შემთხვევაში, შეძლებთ ლაივის ჩანაწერები გადაიტანოთ ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა Dropbox ან Google Drive.
ვიდეოინსტრუქცია შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე.
კომენტარები