
ფრიდრიხ მერცმა, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა და ქრისტიან-სოციალური კავშირის (CDU/CSU) კონსერვატიული ბლოკის კანდიდატმა კანცლერის პოსტზე განაცხადა, რომ ახალი მთავრობა სწრაფად უნდა შეიქმნას, რადგან „მშვიდობა ჩვენ არ გველოდება“). ეს განცხადება 23 თებერვალს, საღამოს მერცმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა ბუნდესტაგის არჩევნების წინასწარი შედეგები.
ბლოკმა CDU/CSU-მ, 23 თებერვლის რიგგარეშე არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 28,5% მიიღო. მეორე ადგილზე გავიდა გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ 20,7%-ით, ხოლო მოქმედი კანცლერის, ოლაფ შოლცის მემარცხენე ცენტრისტულმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ((SDPG) 16,5%-ით მესამე შედეგი აჩვენა, რაც გერმანიის ფედერალური არჩევნების ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია.
მემარცხენე-ლიბერალურს „კავშირს-90“/„მწვანეებს“ 11,7% აქვთ, მემარცხენე პარტიას – 8,7% აქვს.
„მშვიდობა არ დაგველოდება და არ დაელოდება ჩვენს ხანგრძლივ კოალიციურ მოლაპარაკებებს“, – განაცხადა მერცმა, რომელიც გერმანიის მომავალი კანცლერობისთვის ემზადება.
შოლცი: მწარე შედეგი SPDG-ისთვის
გერმანიის მთავრობის მოქმედმა ხელმძღვანელმა ოლაფ შოლცმა არჩევნებში დამარცხება აღიარა. ეს არის „არჩევნების მწარე შედეგი სოციალ-დემოკრატიული პარტიისთვის, რაც საჭიროა მკაფიოდ და მკაცრად აღინიშნოს“, – თქვა შოლცმა ბერლინში.
„მეც მაკისრია პასუხისმგებლობა ამ არჩევნების შედეგებისთვის“, – აღიარა კანცლერმა. მან მერცს და CDU/CSU-ს პირველ ადგილზე გასვლა მიულოცა. „ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ“, – ხაზგასმით აღნიშნა შოლცმა და მიუთითა მისი კონკურენტების გამარჯვებაზე. ამასთან, მისივე თქმით, მიუღებელია ის, რომ გერმანიაში თითქმის 20%-მა მისცა ხმა ულტრამემარჯვენე AFD-ს. „მე არასოდეს მივიღებ ასეთ შედეგს“, – დასძინა მან.
წინასწარი არაოფიციალური შედეგებით, SPDG მხოლოდ მესამე ადგილზეა და ყველაზე ცუდ შედეგს აჩვენებს გერმანიის ფედერალური არჩევნების ისტორიაში.
AFD: ჩვენ ღია ვართ კოალიციური მოლაპარაკებებისთვის
არაოფიციალური წინასწარი შედეგების მიხედვით, 12 წლის წინ ჩამოყალიბებული ულტრამემარჯვენე პარტია AFD ფედერალურ არჩევნებში პირველად გავიდა მეორე ადგილზე. „ეს არის ჩვენი ისტორიული შედეგი“, – თქვა „ალტერნატივა გერმანიისთვის“ თანათავმჯდომარემ ალისა ვაიდელმა გერმანიის დროის საზეიმოდ ფრიალით გამარჯვების ნიშნად.
„ჩვენ ღია ვართ კოალიციური მოლაპარაკებებისთვის <…> წინააღმდეგ შემთხვევაში გერმანიაში პოლიტიკის შეცვლის შესაძლებლობა არ იქნება“, – დასძინა მან. ვაიდელმა თქვა, რომ ის ხელს უწვდის CDU/CSU ბლოკს კოალიციის შესაქმნელად, თუმცა დარწმუნებული არ არის, რომ კონსერვატორები შეთავაზებას მიიღებენ. უფრო ადრე CDU/CSU-ის ლიდერმა ფრიდრიხ მერცმა ულტრამემარჯვენეებთან თანამშრომლობა გამორიცხა.
ჰაბეკი ღიაა მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ თვითონ არ იქნება ინიციატორი
„მწვანეთა“ ლიდერმა რობერტ ჰაბეკმა, თავის მხრივ, აგრეთვე; აღნიშნა, რომ ღიაა CDU/CSU-სა და SPDG-სთან კოალიციისთვის.
ამავდროულად, ჰაბეკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „მწვანეები“ საკუთარი ინიციატივით არ მიმართავენ მერცს კოალიციური მოლაპარაკებების დასაწყებად. მინისტრთა კაბინეტის ფორმირების ამოცანა „ფრიდრიხ მერცს ეკისრება“, – თქვა ვიცე-კანცლერმა. მისი თქმით, მერცმა უნდა აჩვენოს „რომ მას შეუძლია ფედერალური კანცლერის როლი შეასრულოს“, აუცილებელია გერმანიის „გაერთიანება“.
ნინო ხოშტარია
წყარო: DW
შეგახსნეებთ, რომ ბუნდესტაგში 630 დეპუტატია, რომლებიც პარტიებმა უნდა გაინაწილონ მიღებული ხმების მიხედვით.
წინასწარი შედეგები ამ დროისთვის ასეთია:
კომენტარები