ვიდეოქართველები უცხოეთშისპორტი

კვარამ ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა – „პარი სენ-ჟერმენმა“ „ბრესტი“ დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ფრანგული გუნდი „ბრესტი“ განმეორებით შეხვედრაშიც დაამარცხა ამჯერად შინ, პარიზში (7:0) და მერვედფინალში ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა პარიზელებმა ბრესტში 3:0 მოიგეს.

ანგარიში მე-20 წუთზე ბრედლი ბარკოლამ გახსნა. 39-ე წუთზე კვარაცხელიამ ბარკოლას გადაცემის შემდეგ მახვილი კუთხიდან ეფექტური გოლი გაიტანა და ანგარიში 2:0-მდე გაზარდა.

მეორე ტაიმში „პსჟ“-ს უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა და „ბრესტის“ კარში ერთიმეორის მიყოლებით კიდევ 5 გოლი გავიდა. გაიტანეს:  ვიტინიამ (59), დეზირე დუემ (65), ნუნუ მენდეშმა (69), გაბრიელ რამოშმა (76) და სენი მაილუმ (86). ამ უკანასკნელმა გოლი ხვიჩა კვარაცხელიას გადაცემის შემდეგ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ „პსჟ“-ს აკადემიის აღზრდილი 18 წლის მაილუსთვის ეს პირველი გოლია ჩემპიონთა ლიგაზე.

ნუცა ყაველაშვილი

ნახეთ ხვიჩა კვარაცხელიას პირველი გოლი „პარი სენ-ჟერმენში“ (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close