
ცნობილი ფრანგი (კონგოური წარმოშობის) რეპერი, პროდიუსერი და სიმღერების ავტორი, რომლის პროფესიული სახელია მეტრ-ჟიმსი (Maître Gims) ან უბრალოდ ჟიმსი (Gims), თავის ოფიციალურ ინსტაგრამზე აქვეყნებს ვიდეოს, როგორ მღერის ფრანგულად აჭარულ „განდაგანას“.
ინსტაგრამზე რეპერის ვიდეოს ქართველებიც გამოეხმაურნენ:
„აგუგუნდა აჭარული სატრფიალო პაღიშიი!
ქართველი ხალხი ამ ვიდეოს ხვალ ნახავს, დანარჩენი უკვე კინოა😀“.
„ტიპს იმდენი მოწონება და ნახვა აქვს, მე მგონი გადავა ქართულ რეპერტუარზე“.
„იმედია, რომ გაჰიტდება ქართული „აჭარული განდაგანა“-ს მუსიკაზე შექმნილი სიმღერა. მოუთმენლად ველი 21 თებერვალს“.
უნდა ითქვას, რომ ფრანგული ტექსტი აჭარულ მელოდიას ნამდვილად ძალიან უხდება.
View this post on Instagram
23 თებერვალს, საღამოს ჟიმსის ფრანგულ-აჭარული „განდაგანას“ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო იუთუბზე განთავსდა.
38 წლის რეპერი, რომლის ნამდვილი სახელი და გვარია Gandhi Alimasi Djuna, ძალიან პოპულარულია – მის სიმღერებს youtube-ზე ათობით მილიონი ნახვა აქვს, მაგ., 5 თვის წინათ განთავსებული სიმღერის – SOIS PAS TIMIDE ოფიციალურ ვიდეოს 69 მილიონამდე ნახვა აქვს, 8 თვის წინათ განთავსებულ SPIDER-ს (GIMS & DYSTINCT) – 139 მლნ-ზე მეტი ნახვა, 9 წლის წინათ განთავსებული Est-ce que tu m’aimes (ალბომიდან Mon cœur avait raison) კი ამ დროისთვის 514 მლნ-ზე მეტმა ადამიანმა ნახა.
ახლა მის თაყვანისმცემლებს, როგორც ეტყობა, ქართველებიც შეუერთდებიან.
კარიერის დაწყებიდან დღემდე ჟიმსმა 5 მლნ-ზე მეტი ჩანაწერი გაყიდა, 3 მლნ-ზე მეტი ალბომის ჩათვლით.
თავისი პროფესიული კარიერის განმავლობაში იგი მუშაობდა რამდენიმე საერთაშორისო არტისტთან, როგორებიც არიან: Sia, Pitbull, Lil Wayne, Stromae, Maluma, Sting და სხვები.
მოკლედ, ხუმრობით რომ ვთქვათ, „რა კაცს ვყვარებივართ“! 😀
ნინო ხოშტარია
განახლებულია 23 თებერვალს, 23 სთ-ზე, დამატებული აქვს იუთუბის ვიდეო Gandagana Ninao.
კომენტარები