ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 17 – 23 თებერვალი

ამ კვირაში ვარსკვლავები თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს, ძირითადად, საუკეთესო შესაძლებლობებსა და გამოწვევებს ჰპირდებიან. 18 თებერვალს, თბილისის დროით 14:07 საათზე (gmt+4) მზე თევზების ნიშანში შედის და გრძნობებისა და შთაგონების სამყაროში ჩაგვძირავს. მზის ტრანზიტი ზოდიაქოს მე-12 ნიშანში ასტროლოგიურ წელს ამთავრებს და მოაქვს გაზრდილი ინტუიცია, მარტოობის მოთხოვნილება, ძველი პროცესების დასრულება და ახალი ეტაპისთვის მომზადება, რომელიც 20 მარტს, გაზაფხულის ბუნიობის დღეს დაიწყება. მზე თევზებში მოგვიწოდებს, ჩავიძიროთ სულის სიღრმეში, გავთავისუფლდეთ წარსულისგან და მოვემზადოთ სიახლეებისთვის.
მოსალოდნელია შემოქმედებითი ენერგიის მოზღვავება, სწავლისადმი ინტერესის გაზრდა, გარეგნული იერსახის გაუმჯობესების, ახალი ტანსაცმლის ყიდვისა და სახლის მოწესრიგების სურვილი. ადამიანების ქმედებები უფრო თამამი გახდება, მაგრამ ამ კვირის შუა პერიოდში რთული იქნება ემოციებთან და შინაგან დაძაბულობასთან გამკლავება.
შესაძლებელია განწყობის ცვალებადობა, მოულოდნელი სურვილები და მცირე უგუნებობა, რაც საჭიროებს დიდ კონცენტრაციას მნიშვნელოვან საკითხებზე. ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობისას უმჯობესია თავი აარიდოთ კამათს და არ აჰყვეთ იმპულსურ ემოციებს. ფინანსური საკითხები ყურადღებას მოითხოვს, რადგან არსებობს დაუფიქრებელი ხარჯვის რისკი. ხელსაყრელი დროა თვითგანვითარებისთვის, შემოქმედებითობისა და საკუთარ თავზე მუშაობისთვის, მაგრამ გადაჭარბებულმა თვითკრიტიკამ შეიძლება ხელი შეგიშალოთ ამ პროცესისგან სიამოვნების მიღებაში. შინაგანი წონასწორობის შესანარჩუნებლად მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას და საყვარელ გატაცებებს.
ვერძი ამ კვირაში ენერგიისა მოზღვავებასა და დიდ მონდომებას იგრძნობს. პროფესიულ სფეროში შესაძლებელია მოულოდნელი წინადადებები, რომლებიც სწრაფ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. კვირის შუა რიცხვებში შეიძლება მივლინებაში წასვლამ მოგიწიოთ, რომლის შედეგებიც დადებითად აისახება თქვენს კარიერულ წინსვლაზე. პირად ცხოვრებას რაც შეეხება, საჭიროა გულწრფელი იყოთ საყვარელ ადამიანებთან, რათა თავიდან აიცილოთ გაუგებრობა. ფინანსური საკითხები სიფრთხილეს მოითხოვს. თუ ახალი მანქანის შეძენას ან არსებულის შეკეთებას გეგმავთ, ყველაფერი კარგად უნდა დაგეგმოთ და წინასწარ გამოთვალოთ ხარჯები – მოერიდეთ იმპულსურ შესყიდვებს.
ძალების აღსადგენად, გაატარეთ შაბათ-კვირა მშვიდ გარემოში.
სასიკეთო დღეები: 17, 20.
არასასიკეთო დღე: 21.
კუროს ხელსაყრელი კვირა ექნება ფინანსური და საშინაო საკითხების მოსაგვარებლად. თქვენი შეუპოვრობა და მოთმინება ნებისმიერი სირთულის გადალახვაში დაგეხმარებათ. შეეცადეთ, თავიდან აიცილოთ კონფლიქტები და კამათი წვრილმანების გამო, რადგან მოთმინება თუ გიღალატებთ, შესაძლოა ბევრი ზედმეტი რამე წამოგცდეთ, ნათქვამ სიტყვას კი უკან ვეღარ დააბრუნებთ. საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა ახალი მიღწევებისკენ შთაგაგონებთ. შუა კვირაში შესაძლებელია მოულოდნელი ხარჯები, თუმცა გაგიმართლებთ და შედეგი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს.
შაბათ-კვირა ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად გაატარეთ.
სასიკეთო დღეები: 19, 23.
არასასიკეთო დღე: 17.
ტყუპებს დატვირთული კვირა ელით. თქვენი ორიგინალური იდეები ირგვლივ მყოფების ყურადღებას მიიპყრობს. განსაკუთრებულ წარმატებას შემოქმედებით სფეროში მიაღწევთ. გეყოლებათ ახალი მკითხველები, მაყურებლები ან მომხმარებლები. თქვენი ძალისხმევა ფუჭი ნამდვილად არ გამოდგება. ახალი ნაცნობობა მომავალში სასარგებლო იქნება. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია სასიამოვნო მოვლენები, რაზეც დიდი ხანია ოცნებობთ. სიყვარული და ლოგიკა თითქმის შეუძლებელს შეგაძლებინებთ თქვენს პარტნიორთან ურთიერთობაში.
შაბათ-კვირას დრო დაუთმეთ თვითანალიზსა და დასვენებას ენერგიის აღსადგენად.
სასიკეთო დღეები: 19, 22.
არასასიკეთო დღე: 21.
კირჩხიბებს მშვიდი და პროდუქტიული კვირა ელით. მათი გეგმები შეიძლება შეიცვალოს, თუმცა ადვილად შეძლებენ დაწყებული ამოცანების შესრულებას და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის გაძლიერებას. ვარსკვლავების რჩევით, თუ რამე არ გამოვიდა, შეეცადეთ არ იჩქაროთ, გადადეთ რამდენიმე დღით. ასევე, რაც უფრო ნაკლებად ისაუბრებთ თქვენს იდეებსა და გეგმებზე, მით უფრო სწრაფად და წარმატებით შეძლებთ მათ განხორციელებას. ყურადღება მიაქციეთ თქვენს ჯანმრთელობას: ფიზიკური აქტივობა და სწორი კვება დაგეხმარებათ, უკეთ იგრძნოთ თავი.
შაბათ-კვირას სახლში ნუ დარჩებით, შეიცვალეთ გარემო, სტუმრად წადით.
სასიკეთო დღეები: 18, 21.
არასასიკეთო დღე: 17.
ეს კვირა თვითრეალიზებისა და ლიდერული თვისებების დემონსტრირების დროა. შეიძლება დაგჭირდეთ პრობლემების ფილოსოფიური ხედვა და ნებისმიერ სიტუაციაში სიმშვიდის შენარჩუნება. შეგიძლიათ უსაფრთხოდ ჩართოთ თქვენი ნათესავები და ახლო მეგობრები თქვენი გეგმების განხორციელებაში. კვირის ბოლოს ხელსაყრელი მომენტი დგება სამსახურებრივი რომანის დასაწყებად. ადამიანებთან ურთიერთობისას, თანამოსაუბრეებისგან შეიძლება ელოდოთ უამრავ მოულოდნელ სიტუაციას და ორიგინალურ ნაბიჯებს.
შაბათ-კვირას გააკეთეთ ის, რაც სიხარულს მოგანიჭებთ, არ დაივიწყოთ თქვენი ოცნებები.
სასიკეთო დღეები: 20, 22.
არასასიკეთო დღე: 18.
ეს კვირა საკმაოდ დატვირთული და პროდუქტიული იქნება. თქვენ მარტივად გაუმკლავდებით რუტინულ დავალებებს და იპოვით გზებს ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად. ხელსაყრელი დროა თქვენი იმიჯის შესაცვლელად. გარშემო მყოფები დააფასებენ ამას. იუმორის გრძნობამ და პიროვნულმა მომხიბვლელობამ შეიძლება დადებითი გავლენა მოახდინოს თქვენს წარმატებაზე ბევრ სფეროში. ყველაზე ადვილი იქნება წარმატების მიღწევა სამართალში, მსახიობობასა და კომპიუტერულ ტექნოლოგიებში.
კვირის ბოლოს ყურადღება მიაქციეთ დასვენებას და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას ჰარმონიის შესანარჩუნებლად.
სასიკეთო დღეები: 18, 22.
არასასიკეთო დღე: 21.
სასწორს წინ ნათელი კვირა აქვს, სავსე ახალი შესაძლებლობებით. სამუშაო საკმაოდ ბევრი იქნება, ამიტომ ამ კვირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა თქვენი შესაძლებლობების რეალისტური კორელაცია დაგეგმილი ამოცანების მოცულობასთან. უნდა ისწავლოთ თქვენი ინტერესების დაცვა. შეეცადეთ, არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები. თქვენს ნიჭს ირგვლივ მყოფები შეამჩნევენ. კრეატიული მიდგომა დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში. ყურადღება მიაქციეთ თქვენს გრძნობებს და იბრძოლეთ შინაგანი ჰარმონიისთვის.
შაბათ-კვირას ნუ დაზოგავთ თანხას ახალი შესყიდვებისთვის, სასურველი შენაძენები განწყობას აგიმაღლებთ და ენერგიასაც შეგმატებთ.
სასიკეთო დღეები: 20, 23.
არასასიკეთო დღე: 21.
ამ კვირაში გაფართოვდება თქვენი შესაძლებლობები, მათ შორის, ფინანსურიც, თუმცა საკმაოდ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობის აღება იქნება საჭირო. თქვენი პროფესიული აქტივობა მაღალ დონეს მიაღწევს და გამოჩნდება შემოთავაზებები ახალ პერსპექტიულ სამუშაოსთან დაკავშირებით, რომელიც საშუალებას მოგცემთ, მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა. უბრალოდ, ძალიან არ დაიტვირთოთ და პირადი ცხოვრებისთვისაც გამონახეთ დრო.
ახალი ნაცნობები შთაგონებით აგავსებენ. შაბათ-კვირას დრო დაუთმეთ კარგად დასვენებას და ფიქრს, რათა თქვენი შინაგანი წონასწორობა გააძლიეროთ.
სასიკეთო დღეები: 18, 22.
არასასიკეთო დღე: 20.
კომუნიკაციითა და ახალი შესაძლებლობებით სავსე კვირა გელით. შესაძლებლობა გექნებათ, საუკეთესოდ წარმოაჩინოთ თავი პროფესიულ სფეროში. კოლეგებთან და მეგობრებთან ურთიერთობა ახალი იდეების წყარო გახდება და ამ იდეებს მხარს დაუჭერენ. იმისთვის, რომ ყველაფერი რეალურად ისე მოხდეს, როგორც თქვენ გინდათ, ცოტა მეტი მოთმინება დაგჭირდებათ. შეეცადეთ, ამ პერიოდში არავის არაფერს დაჰპირდეთ, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებსაც კარგად არ იცნობთ.
კვირის ბოლოს გარკვეული დრო დაუთმეთ გართობასა და დასვენებას, რათა ბალანსი შეინარჩუნოთ.
სასიკეთო დღეები: 19, 23.
არასასიკეთო დღე: 21.
ამ კვირაში აუცილებლად შეძლებთ თქვენს მიზნებზე ფოკუსირებას და მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას მათ მისაღწევად, თუმცა ორშაბათს ფრთხილად იყავით კონფიდენციალურ ინფორმაციასთან, უყურადღებობამ შეიძლება არაპროგნოზირებადი შედეგები გამოიწვიოს. ოთხშაბათს შეეცადეთ, ერთი პრობლემის გადაჭრაზე გაამახვილოთ ყურადღება, ამაზე მეტს მაინც ვერ შეძლებთ; ხუთშაბათი იმედგაცრუებით გემუქრებათ პირად ცხოვრებაში, შესაძლებელია მოულოდნელი ცვლილებები. ოჯახში ურთიერთობების ნებისმიერი გარკვევა შეიძლება არაპროგნოზირებადი იყოს.
შაბათ-კვირას მოინახულეთ მონატრებული ახლობლები, რათა შინაგანი ჰარმონია იგრძნოთ.
სასიკეთო დღეები: 18, 20.
არასასიკეთო დღე: 22.
ამ კვირაში რეკომენდებულია მთელი ყურადღება პროფესიულ საქმიანობაზე და ფინანსური მდგომარეობის სტაბილიზაციაზე გადაიტანოთ. ადვილად იპოვით საერთო ენას გარშემო მყოფებთან, რაც სასარგებლო კონტაქტების დამყარებაში დაგეხმარებათ. მნიშვნელოვანია დეტალებზე ფოკუსირება უკეთესი შედეგის მისაღწევად. შესაძლებელია კარიერულ კიბეზე საკმაოდ სწრაფად ასვლა. ცოტა მოთოკეთ თქვენი ამბიციები, წინააღმდეგ შემთხვევაში კონფლიქტები გარდაუვალი იქნება. შესაძლოა მიკერძოებული იყოთ სიტუაციის შეფასებისას, ამიტომ კარგად დაფიქრება და ობიექტურობის დაცვა გმართებთ.
შეეცადეთ შაბათ-კვირა მშვიდ გარემოში გაატაროთ ენერგიის აღსადგენად..
სასიკეთო დღეები: 17, 22.
არასასიკეთო დღე: 19
ეს კვირა იქნება შთაგონებისა და შინაგანი ზრდის დრო. იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას და შეძლებთ გააკეთოთ ისეთი რამ, რაც სიხარულს მოგანიჭებთ. ჩაერთეთ ორგანიზაციულ საქმიანობაში, ეს დადებით შედეგებს მოგიტანთ და შეამცირებს უკმაყოფილებას საკუთარი თავის მიმართ. განამტკიცეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან გულწრფელი საუბრითა და მხარდაჭერით.
დაასრულეთ კვირა მომავალ მიზნებზე ფიქრით და პირველადი გეგმების შემუშავებით. მათი განხორციელება სრულიად რეალურია.
სასიკეთო დღეები: 19, 22.
არასასიკეთო დღე: 17.
თამთა გურული
კომენტარები