მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები

პლანეტების „ჩახუტება“ თებერვლის ცაზე

თებერვლის ცა პლანეტების „ჩახუტებას“ გვპირდება: მზის სისტემის ციური სხეულების აღლუმი, რომელიც იანვრის ბოლოს დაიწყო, მთელი თებერვლის განმავლობაში გაგრძელდება და ერთ საღამოს, ერთსა და იმავე დროს ყველა პლანეტა ერთდროულად გამოჩნდება (ამას უწოდებენ პლანეტების დიდ აღლუმს). ამის შესახებ იტალიური საინფორმაციო სააგენტო Ansa წერს

„პლანეტების თანმიმდევრობა, რომელსაც ამ პერიოდში დავინახავთ ღამის ცაზე, არ წარმოადგენს მათ ფაქტობრივ განლაგებას, იმის გათვალისწინებით, რომ ისინი ძალიან ფართო რკალზე გადანაწილდებიან და კონცენტრირებულნი არ არიან ზოდიაქოს ზოლის კონკრეტულ სექტორში“, – აღნიშნავს იტალიის ასტროფილების საზოგადოება (Uai).

პლანეტების აღლუმს შეუერთდება მერკური, რომელიც მზეს „შეხვდება“ 9 თებერვალს, თუმცა სწრაფად აიწევს საღამოს ცაზე და დაასრულებს მზის სისტემის 8 პლანეტის ჯგუფს, რომლებიც მზის ჩასვლის შემდეგ ჩანს. თუმცა თვის ბოლოსკენ ის მზის ჩასვლიდან დაახლოებით საათ-ნახევრის შემდეგ ჩავა და კარგი შესაძლებლობა იქნება მისი დაკვირვებისთვის.

რაც შეეხება ვენერას, მისი დაკვირვების დროს შემცირების ტენდენცია აქვს, რადგან პლანეტა დასავლეთ ჰორიზონტთან სულ უფრო და უფრო დაბლაა. თვის ბოლოს ვენერა მზის ჩასვლიდან დაახლოებით 2,5 სთ-ის შემდეგ ჩავა.

მარსი კრავს პლანეტების აღლუმს, რომელიც საღამოს საათებში ჩანს. პრაქტიკულად, ეს არის პლანეტა, რომელიც ყველაზე დიდხანს ჩანს ღამის ცაზე ტყუპის თანავარსკვლავედში, ღამის დასაწყისში კი ის სამხრეთ-აღმოსავლეთით ჩანს.

იუპიტერი – სიკაშკაშით მეორე პლანეტა ვენერას შემდეგ – ადვილად შეგიძლიათ შეამჩნიოთ კუროს თანავარსკვლავედში, ვარსკვლავ ალდებარანთან და ვარსკვლავთგროვა პლეადებთან (ძველქართულად – ხომლი) ახლოს.

სატურნი საღამოს ცაზე თავის ხანგრძლივ ხილვადობას სწრაფად დაასრულებს. როგორც მერკური, ისიც დასავლეთით, დაბლა, ჰორიზონტთან ახლოს საღამოს საათებში ჩანს და მერკურთან ერთად იქნება 25 თებერვალს. ორივე პლანეტა ჰორიზონტთან ძალიან ახლოს იქნება, მერწყულის თანავარსკვლავედში, მათ დაჩრდილავს უფრო კაშკაშა ვენერა თევზების თანავარსკვლავედში. ამ თანავარსკვლავედში ტელესკოპით შესაძლებელი იქნება ნეპტუნის დანახვაც, ურანის დაკვირვებასაც ტელესკოპით შეძლებთ მერწყულის თანავარსკვლავედში.

პლანეტების აღლუმი კიდევ უფრო განსაკუთრებული ხდება მთვარის გამო, რომელიც პირველ თებერვალს სატურნს და ვენერას „შეხვდება“, 6 თებერვალს – იუპიტერს და პლეადებს, 9 თებერვალს კი – მარსს.

ამ ყველაფრის ფონს კი ზამთრის დიდებული თანავარსკვლავედები ქმნიან: თუ სამხრეთით გავიხედავთ, შევძლებთ დავინახოთ ორიონის, უფრო ზემოთ – კუროს, მეეტლის, ტყუპისა და დიდი ქოფაკის (დიდი ძაღლის) თანავარსკვლავედები.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ: თებერვალში პლანეტების დიდი აღლუმი გველოდება – ეს უნიკალური ფენომენი შეიძლება ახალი ცხოვრების დასაწყისი გახდეს

თებერვალში პლანეტების დიდი აღლუმი გველოდება – ეს უნიკალური ფენომენი შეიძლება ახალი ცხოვრების დასაწყისი გახდეს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close