ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ სრიალში წყვილთა შორის საქართველოს წარმომადგენლებმა – ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
მოკლე პროგრამის შემდეგ მეტელკინა და ბერულავა 57.03 ქულით მეცხრე ადგილზე იყვნენ. წყვილმა თავისუფალ პროგრამაში შესანიშნავად იასპარეზა, 134.85 ქულა დაიმსახურა, მთლიანობაში 191.88 ქულა დააგრვა და საბოლოოდ მესამე ადგილზე გავიდა.
ევროპის ჩემპიონის ტიტული გერმანულმა წყვილმა, მინერვა ფაბიენ ჰასემ და ნიკოლა ვოლოდინმა მოიპოვა, ვერცხლის მედლებს კი იტალიელები – სარა კონტი და ნიკოლო მაჩი დაეუფლნენ.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ მამაკაცთა შეჯიბრებაში საქართველოს წარმომადგენელი ნიკა ეგაძე – მეორე, ხოლო ანასტასია გუბანოვა პირველ ადგილზეა. გუბანოვა თავისუფალი პროგრამით 31 იანვარს იასპარეზებს, ეგაძე კი – პირველ თებერვალს.
31 იანვარს შეჯიბრებაში რიტმულ ცეკვებში საქართველოს სახელით დიანა დევისი და გლებ სმოლკინი გამოვლენ.
კომენტარები