ვიდეოსაზოგადოებასაქართველო

მირონმდინარე ხატები, უხილავი ხელით მოხატული კედლები, განკურნებული ადამიანები – მარეხ ნებიერიძე საოჯახო ხატების კუთხესთან აღსრულებული სასწაულების შესახებ (ვიდეო)

ლოტკინის დასახლებაში, ნებიერიძეების ოჯახში სასწაული ხდებაო, სოციალურ ქსელში უფოლოგ ერეკლე შონიას მიერ გამოქვეყნებული ვიდეო სწრაფად გახმაურდა და ამოუხსნელი მოვლენის მიმართ ეჭვი, შიში და გაურკვევლობა მალე გულწრფელმა ინტერესმა, რელიგიური და სამეცნიერო არგუმენტების, ისტორიული მეხსიერების გადასინჯვისა და სულიერი ხედვით დანახვის აუცილებლობამ ჩაანაცვლა. უცნაური და აუხსნელი შეხვედრები არამიწიერ არსებებთან ათასწლეულებს ითვლის, თუმცა საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მათი არსებობის მაინც არ სჯერა. მეცნიერთა ნაწილი ამტკიცებს, რომ ისინი ნამდვილად არსებობენ და მსოფლიოში, როგორც საქართველოში, „რჩეულებს“ მათთან გასაიდუმლოებული კომუნიკაციაც კი  ჰქონია.

საოჯახო და საგვარეულო ხატებიდან მირონის დენა და საცხოვრებელი სახლის კედლებზე გამოსახული კრიპტოგრამების ურიცხვი რაოდენობის საკუთარი თვალით ნახვის სურვილით „აიპრესი“ არაერთხელ ესტუმრა ეკლესიურად მცხოვრები ქალბატონების ოჯახს, სადაც იდუმალ გარემოსთან ერთად, სიყვარულით მოელვარე თვალებით გხვდება მასპინძელი.

ორ თვეზე მეტია, რაც ჩვენს ოჯახში ეს ამბავი ხდება და შიშის ფაქტორი გადალახულია, მოვლენას ვუყურებ როგორც უფლის წყალობას და უკვე არაერთხელ მივიღე მინიშნება, რომ უფლის დიდი სასწაული, ანგელოზის სული ტრიალებს აქ, რომლის ამოხსნა უკვე სამეცნიერო შესწავლის საგანი გახდაო.

–  ამ კედლების დანახვა ჩემთვის, დანახვისთანავე ასოცირდა კრიპტოგრამასთან, ანუ პირობითი ასო-ნიშნებით შესრულებული საიდუმლო წარწერა, ჩანაწერი, რომელიც რაღაცას მიანიშნებს. მას შემდეგ რაც თქვენი სახლის ინტერიერი საჯარო სივრცეში გამოჩნდა, უკვე იმდენი მნახველი და მოწმე გყავთ,  იდუმალი მოვლენა, უცნაურად თითქოს ვეღარ აღვიქვამ. თავად, რას გრძნობთ როგორც საკუთარ თავზე ამ პერიოდში, რას ამბობენ აქ მოსული მომლოცველები? 

– თავად ხართ თვითმხილველი, რაც ხდება ჩემს ოჯახში. აქ არის გამოსახულებები, ფრაგმენტები, რაც არის დატანილი ხევსურეთის, სვანეთის, თუშეთის ხელოვნების ნიმუშებზე. ასე აღწერეს მეცნიერებმა. როცა გამოსახულებების კედლებზე გამოსახვა დაიწყო, ოჯახს შიში დაეუფლა და ასეთი რეაქცია ექნებოდა ალბათ ყველას, სხვაგან რომ მომხდარიყო, თუმცა, ვგრძნობთ, რომ ოჯახში დიდი მადლი შემოვიდა და მლოცველები, ვინც მოდიან, იგივეს ამბობენ.

მირონმა, რომელიც ჩვენს ხატებს სდის, უკვე ბევრი ადამიანი განკურნა. ძალიან ბევრი სასულიერო პირი იყო მოსული, 27-ჯერ იკურთხა სახლი და მათი აზრი არის ასეთი: „ჩვენ ამას ვერ ვხსნით“, თუმც, არ ამბობენ რომ ბოროტისგან არის. პირიქით, მირონს იცხებენ და მოხმარების წესითაც მიაქვთ.

რამდენი ადამიანიც მოდის,  ყველას დადებითი ემოცია უჩნდება. არავინ ფიქრობს, რომ ვიღაცამ კედლებზე რაღაც მიჩხაპნა და რაიმე გაუგებარ ბოროტებასთან გვაქვს საქმე. მომლოცველები  ამ მოვლენას ღვთისგან ბოძებულ სასწაულად მიიჩნევენ. აქ იყვნენ მოსული მორწმუნე ადამიანები, მათ შორის, წარმოშობით თუში, ფშავ-ხევსურეთიდან, რომლებმაც შეხედეს გამოსახულებებს და გამოთქვეს საკუთარი აზრი, – თავი ჩვენს სოფელში გვგონიაო. მოგეხსენებათ, ვაჟა-ფშაველას მამა იყო მღვდელი და სადაც ის თავის დროზე, მსახურობდა, იმ ტაძრის მრევლია ქალბატონი, რომელმაც თქვა, რომ მის სოფელშიც არის მსგავსი გამოსახულებები. სახლში ბებიის ნაქონი ფქვილის ტომარა მაქვს, რომელზედაც ასეთი გამოსახულებებია დატანილი და შემიძლია თვალსაჩინოებისთვის ჩამოგიტანოთო. ასევე, ფშაველმა ქალბატონმა ბრძანა, ბებია დაზგაზე ხალიჩებს ქსოვდა და მსგავს ორნამენტებს აყოლებდა ნამუშევრებსო… მე ვერ ვიტყვი და არ ვიცი, თუმცა, მოვიძიე გუგლში შესაბამისი კუთხური წარმომავლობის ორნამენტები, შემდეგ მოვიდნენ სპეციალისტები. ბატონ გოგი გიგაურს ყველა იცნობს, არის ბრწყინვალე პიროვნება და მეცნიერი, რომელიც ხსნის მსგავს გამოსახულებებს და აღმოჩნდა რომ საქმე არ გვაქვს ბოროტ მოვლენასთან, აქ გამოსახული ფიგურები წარმოადგენს ღვთიურ მადლს, ჯვრის სიმბოლიკას.

გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ დალოცვილი ერი ვართ. ყველას სურვილია საქართველოს გაბრწყინება. აქ მოსული ადამიანები მადლიერები არიან და მეც იგივე  თითოეული მათგანის მსგავსი ადამიანი ვარ. უბრალოდ, აქ არის დაბრძანებული ღვთისმშობელი სხვა დანარჩენ ხატებთან ერთად, რომელიც ყველას შეეწია.

გააგრძელე კითხვა აქ: https://ipress.ge/news/interviu/mironmdinare-khatebi-

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close