ვის როგორი კვირა ელოდება – ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 2 – 8 დეკემბერი
ამ კვირაში არ უნდა იჩქაროთ სადმე, ან არ მიეცეთ უსაფუძვლო პანიკას. წინ ჯერ კიდევ საკმარისი დროა, ასე რომ, გაქვთ შანსი, ყველაფერი დროულად გააკეთოთ და კარგად მოემზადოთ ახალი წლისთვის. ერთადერთი, რაც ახლავე უნდა დაიწყოთ, ოდნავი დაგვიანების გარეშე, არის დიეტა. თუ გსურთ გახდეთ სადღესასწაულო კორპორაციული წვეულების ვარსკვლავი, მაშინ დაგეგმეთ თქვენი დიეტა ისე, რომ მასში ჯანსაღი საკვები ჭარბობდეს. დიეტა დაგეხმარებათ წონის დაკლებაში, ვარჯიში კი სხეულს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის, რა თქმა უნდა, თუ რეგულარულად ივარჯიშებთ.
იჩქარეთ ნელა. ამ კვირაში დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმაზე უარის თქმა მხოლოდ სასიკეთოდ წაგადგებათ, თუმცა ამის გაკეთებას ყოველთვის როდი მოახერხებთ. ორშაბათს და ხუთშაბათს ჯანმრთელობას გაუფრთხილდით და სპირტიან სასმელებს არ მიეძალოთ. პარასკევამდე ვალი არავისგან აიღოთ და ნურც გადაწყვეტილებების მიღებას იჩქარებთ. შაბათ-კვირას, სანამ რამეს გააკეთებდეთ, ძალიან კარგად დაფიქრდით და ყველაფერი გულმოდგინედ აწონ -დაწონეთ.
თქვენი ოჯახი თქვენი წარმატების გარანტი იქნება და ნებისმიერი სირთულის გადალახვაში დაგეხმარებათ. პირად ურთიერთობებში ყველაზე მეტად რომანტიკა ჭარბობს.
სასიკეთო დღეები: 3, 8.
არასასიკეთო დღე: 6.
ხუთშაბათამდე მოვლენებს წინ ნუ გაუსწრებთ. ჯობს, ყველა საქმე თავის წესსა და რიგზე წავიდეს, რადგან ამჯერად საკუთარი ქმედებების მოტივირება ძალიან გაგიჭირდებათ. ერთი სიტყვით, სისულელეების კეთებას ყველაფრისთვის შორიდან თვალის დევნება ჯობია. პარასკევიდან კვირის ჩათვლით მოვლენები უფრო აქტიურად განვითარდება, ამიტომ თქვენც ბედის ახალ გამოწვევებს უნდა დაელოდოთ.
კვირის ბოლოს, სავარაუდოდ, გაგისტუმრებენ ძველ ვალებს, რომელთა დაბრუნების იმედი უკვე გადაწურული გქონდათ.
სასიკეთო დღეები: 2, 7.
არასასიკეთო დღე: 3.
ახლა ნამდვილად ბევრი რამ შეგიძლიათ და ცხოვრებასაც ოპტიმისტურად უყურებთ. ჯობს, ყველა ფინანსური საკითხი კვირის პირველ დღეებში გადაწყვიტოთ. ხუთშაბათიდან მოვლენების განვითარება საგრძნობლად შენელდება, თუმცა თქვენს აქტიურ წინსვლას ეს ხელს ნაკლებად შეუშლის.
ვარსკვლავების რჩევით, ნებისმიერ ბიზნესში ეცადეთ, იყოთ მაქსიმალურად დამოუკიდებელი და არ იყოთ სხვებზე დამოკიდებული, აგრეთვე, კონფლიქტებს მოერიდეთ.
სასიკეთო დღეები: 5, 8.
არასასიკეთო დღე: 4.
ტრანსფორმაციის პერიოდი გაქვთ: ძველი მიდის, ახალი კი ნაბიჯ-ნაბიჯ გიახლოვდებათ. გირჩევთ, ამ პერიოდში მომხდარ ყველა მოვლენას ფილოსოფიური სიმშვიდით მიუდგეთ. ნუ ჩაუღრმავდებით თქვენს გრძნობებს და ნუ იქნებით იმპულსურები. კვირის პირველ ნახევარში ბევრი საქმე გექნებათ. შესაძლოა, მივლინებაში წასვლაც მოგიხდეთ. ეცადეთ, ყველაფერს და, მათ შორის, კონფლიქტებსაც, მაქსიმალური წინდახედულებით მიუდგეთ.
შაბათ-კვირას განწყობა გაგიუმჯობესდებათ და თავს მშვიდად და გაწონასწორებულად იგრძნობთ.
სასიკეთო დღეები: 2, 8.
არასასიკეთო დღე: 3.
წარმატება სულ ახლოსაა, მაგრამ სიხარულის საჯარო გამოხატვას ორშაბათს მაინც არ გირჩევდით. ამის გაკეთება სამშაბათ-ოთხშაბათს ჯობს, რადგან ამ დროისთვის სიხარულის საფუძველი საბოლოოდ გამოიკვეთება. კვირის მეორე ნახევარში საიმედო და, მით უფრო, გასახარი ბევრი არაფერი გექნებათ, ამიტომ ტემპს უნდა უკლოთ და ენერგიაც სამომავლო საქმეებისთვის დაზოგოთ.
როგორც ვარსკვლავები მიუთითებენ, ბევრს შეიძლება დაეკისროს მნიშვნელოვანი ხარჯები ისეთი აქტივების შესანარჩუნებლად, როგორიცაა ქონება. ეცადეთ, თქვენი ნების საწინააღმდეგოდ, ფინანსების ხარჯვის „სადავეები“ მჭიდროდ მოქაჩოთ და დაზოგვა დაიწყოთ.
სასიკეთო დღეები: 4, 7.
არასასიკეთო დღე: 5.
შეიძლება ეს კვირა პატარ-პატარა უსიამოვნებებით დაიწყოს, მაგრამ ყურები არ ჩამოყაროთ. ყველაფერი ძველი გადაუჭრელი ფინანსური პრობლემების ბრალი იქნება, რომლებსაც ახლა საკმაოდ ადვილად გაუმკლავდებით. ის, რისი დაზოგვაც ერთხელ მოახერხეთ, საშუალებას მოგცემთ, განახორციელოთ მომგებიანი ინვესტიციები და გაზარდოთ შემოსავალი. ხუთშაბათსა და პარასკევს გულახდილ საუბარზე უარი არ თქვათ. კვირის ბოლოს მშვიდად და თავდაჯერებულად შეძლებთ გადაწყვეტილების მიღებას. მთავარია, ყველაფერში დამოუკიდებლობა გამოიჩინოთ და, პირველ ყოვლისა, საკუთარ თავს დაეყრდნოთ.
შაბათ-კვირას შეეცადეთ, ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად მშვიდ გარემოში დაისვენოთ.
სასიკეთო დღეები: 2, 5.
არასასიკეთო დღე: 6.
თუ პრობლემების გამო ხელ-ფეხი გაქვთ შეკრული, დროა სასწრაფოდ დააღწიოთ თავი, რადგან ახლა ამის ყველაზე კარგი შანსი გაქვთ. ორშაბათ-სამშაბათს საკუთარ პერსპექტივებზე ახლობელ ადამიანებს მოეთათბირეთ, ხუთშაბათს ორჭოფობას შეეშვით და აქტიურად და მტკიცედ იმოქმედეთ. თუ კვირის ბოლოს ინტუიციის კარნახს ყურს მიუგდებთ, ზუსტად მიხვდებით, რა, როდის და როგორ უნდა გააკეთოთ.
ვარსკვლავების განლაგება მიუთითებს, რომ ბევრ თქვენგანს ექნება ახალი ურთიერთობები პირად ცხოვრებაში. უმრავლესობისთვის ასევე მოსალოდნელია ზოგიერთი ოჯახური პრობლემის მოგვარება, რაც მათ ცხოვრებას გაუადვილებს.
სასიკეთო დღეები: 3, 8.
არასასიკეთო დღე: 4.
პრობლემების მოგვარებაში თქვენზე ბევრად უფროსი ადამიანი დაგეხმარებათ. მართალია, ყველაფერი სწრაფად არ ჩაივლის, მაგრამ, სავარაუდოდ, ბევრი რამ თქვენი უშუალო მონაწილეობის გარეშეც მოგვარდება. მთავარია არ დაკარგოთ სიმშვიდე და კრიტიკულად შეაფასოთ სიტუაცია. თუ საკუთარ აზრზე მტკიცედ დადგებით, ოთხშაბათსა და პარასკევს გვირაბის ბოლოს სინათლე ნამდვილად გამოჩნდება. სწორედ ეს იქნება თქვენი უახლოესი პერსპექტივაც.
ოჯახთან ან მეგობრებთან გარკვეული დროის გატარება სიმშვიდეს მოგიტანთ და თავდაჯერებულობას შეგმატებთ.
სასიკეთო დღეები: 4, 7.
არასასიკეთო დღე: 5.
რატომღაც ყველას და ყველაფერს იწუნებთ, მაგრამ ცხოვრების სასიკეთოდ შეცვლის გზა ვერც თავად გიპოვიათ. მეტიც, ამაზე ჯერ უბრალო წარმოდგენაც კი არ გაქვთ. სამშაბათს თუ საკუთარი თავის გარდა სხვებსაც მოუსმენთ, ნამდვილად მიხვდებით, სინამდვილეში რა გინდათ, ოთხშაბათს კი თქვენი სურვილების სამართლიანობაშიც დარწმუნდებით. მართალია, ამისთვის ინტერესების ნაწილის გაწირვა მოგიწევთ, მაგრამ კვირის ბოლოსთვის ყველაფერი ისევ თავის ადგილზე დადგება.
საყვარელ ადამიანებთან და მეგობრებთან ურთიერთობაში სრული ურთიერთგაგება გექნებათ. შეგიძლიათ მათ იმდენი დრო და ყურადღება დაუთმოთ, რამდენიც გსურთ.
სასიკეთო დღეები: 2, 6.
არასასიკეთო დღე: 3.
თუ ძველ პოლიტიკას გააგრძელებთ, საკუთარი ხელით დადგმულ საკუთარ ძეგლს დაემსგავსებით. ასეთ ჩიხში კი იმან შეგიყვანათ, რომ ცხოვრების სასიკეთოდ შეცვლა არაფრით გინდათ. კვირის პირველ ნახევარში მთავარი ფინანსური საკითხები იქნება, რომელთა მოგვარებაც დიდი ხნით აღარ უნდა გადადოთ, თუმცა პარასკევსა და შაბათს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას მაინც არ გირჩევთ, რადგან ეს ზიანის მეტს არაფერს მოგიტანთ.
ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ბრმად ნუ მიჰყვებით სხვის რჩევებს, ჯობია, ძირითადად, საკუთარ მოსაზრებებს, გონებას და ძალას დაეყრდნოთ.
სასიკეთო დღეები: 2, 8.
არასასიკეთო დღე: 4.
ახალი საქმის დაწყებას აპირებთ, მაგრამ რატომღაც ძალიან ფრთხილობთ და ორჭოფობთ. კარგი იქნება, თუ კვირის პირველ ნახევარში ზედმეტ პასუხისმგებლობას არ იტვირთებთ და რასაც საჭიროდ ჩათვლით, მხოლოდ იმას გააკეთებთ, რადგან ამ გზით არცთუ ურიგო შედეგების მიღწევას შეძლებთ. ხუთშაბათს კონფლიქტი ცხადად დაგანახვებთ, თუ ტემპი როდის უნდა შეანელოთ და სული მოითქვათ. შაბათ-კვირისთვის გრანდიოზულ გეგმებსაც სულ ტყუილად დააწყობთ.
პროფესიულ სფეროში კოლეგების მხრიდან არაკეთილსინდისიერი მოპყრობის შესაძლებლობა მაღალია, ამიტომ კონფლიქტებსა და კამათს მოერიდეთ.
სასიკეთო დღეები: 2, 5.
არასასიკეთო დღე: 7.
ამ კვირაში ყველას და ყველაფერს სამართლიანად მიუდექით და ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ. სამშაბათიდან შაბათის ჩათვლით ყველა დღე, პარასკევის გამოკლებით, თქვენთვის ფრიად სასიკეთო აღმოჩნდება: პატარა ფულსაც აიღებთ, გარშემო მყოფნიც სასიამოვნო ამბებით გაგახარებენ და, მონდომების შემთხვევაში, ყველა იმ საკითხის გადაჭრის გზებსაც სულ ადვილად მოძებნით, რომლებიც ახლა ასე გაღელვებთ. კვირადღის პატარ-პატარა უსიამოვნებები ძალიან სწრაფად და უკვალოდ ჩაივლის.
პირად ცხოვრებაში სრული სიმშვიდეა. უპრობლემოდ შეძლებთ, საკმარისი დრო დაუთმოთ ოჯახის წევრებს.
სასიკეთო დღეები: 3, 7.
არასასიკეთო დღე: 6.
თამთა გურული
კომენტარები