მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 112 წლის ასაკში გარდაიცვალა
დიდ ბრიტანეთში გარდაიცვალა მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი, რომელიც 112 წლის იყო, – იუწყება გინესის რეკორდების წიგნი.
ჯონ ალფრედ თინისვუდი ქალაქ საუთპორტში, მოხუცებულთა სახლში გარდაიცვალა.
ყველაზე ხანდაზმულ ადამიანად ის გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნმა მიმდინარე წლის აპრილში დაასახელა, მას შემდეგ, რაც 114 წლის ასაკში ჰუან ვისენტე პერეს მორა გარდაიცვალა.
ჯონი 1912 წლის 26 აგვისტოს დაიბადა ლივერპულში, სადაც გაიზარდა და სადაც მომავალი მეუღლე ბლოდვენი გაიცნო.
ისინი 1942 წელს დაქორწინდნენ. ჯონი ამ დღეს თავის ერთ-ერთ ყველაზე სასიამოვნო მოგონებად თვლიდა. წყვილმა ბედნიერ ქორწინებაში 44 წელი იცხოვრა, სანამ ბლოდვენი არ გარდაიცვალა.
ჯონს ქალიშვილი, ოთხი შვილიშვილი და სამი შვილთაშვილი დარჩა.
ის პროფესიით ბუღალტერი იყო. პენსიაზე თინისვუდი 1972 წელს გავიდა. ყოველთვის მოკრძალებული ჯონი ამბობდა, რომ მისი რეკორდული სიცოცხლის ხანგრძლივობა და ბოლომდე შენარჩუნებული აზროვნების სიცხადე მხოლოდ იღბლის წყალობა იყო.
ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი იაპონელი ჯიროემონ კიმურა იყო (1897-2013), რომელმაც 116 წელი იცოცხლა.
მანანა ბანძელაძე
ამავე თემაზე: მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული მამაკაცი გარდაიცვალა – რა იყო მისი დღეგრძელობის საიდუმლო?
კომენტარები