საქართველოსპორტი

ზედიზედ მეექვსედ! – საქართველოს U18 მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გამართულ რაგბის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 18-წლამდე ( U18) მორაგბეთა ნაკრებმა ფინალში ესპანეთი დაამარცხა ანგარიშით 32:11 და ზედიზედ მეექვსედ გახდა ევროპის ჩემპიონი.

პირველ ტაიმში „ბორჯღალოსნებმა“ სამი ლელო დადეს – საბა შარვაშიძემ, ანრი შველიძემ და დავით ბარბაქაძემ იმარჯვეს, გიგი სირბილაძემ ორი ლელო ზუსტად გარდასახა, პირველი ტაიმის ბოლოს კი საჯარიმო დარტყმაც ზუსტად შეასრულა. ესპანელებმა მხოლოდ ორი ჯარიმის გატანა მოახერხეს და პირველი ტაიმი ქართველი მორაგბეების საგრძნობი უპირატესობით დასრულდა – 22:6.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრების მონაგარს კიდევ 10 ქულა მიემატა – გიგი სირბილაძემ ერთი ჯარიმა გაიტანა, ერთ ეპიზოდში კი ესპანელები საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ. მეტოქემ ერთი ლელოს დადება მოახერხა და საბოლოო ანგარიში 32:11 დაფიქსირდა საქართველოს სასარგებლოდ.

შეგახსენებთ, რომ პრაღაში გამართულ ტურნირზე ქართველმა ჭაბუკებმა მეოთხედფინალში გერმანია დაამარცხეს გამანადგურებელი ანგარიშით 67:0, ხოლო ნახევარფინალში ნიდერლანდებს მოუგეს 36:5.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close