მსოფლიოსაზოგადოება

12 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით ესპანეთში ახალ ქარიშხალს ელოდებიან

ძლიერი წვიმისა და კატასტროფული წყალდიდობის შემდეგ ესპანეთის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ქვეყნის უმეტეს ნაწილზე 12 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით მოსალოდნელი ქარიშხლის გამო ახალი გაფრთხილება გამოსცა.

ვალენსიაში, კატალონიასა და ანდალუსიის ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელი უამინდობის გამო გაფრთხილების მეოთხე დონე გამოცხადდა.

11 ნოემბერს ანდალუსიაში ძლიერი წვიმა მოვიდა, რამაც წყალდიდობა გამოიწვია, თუმცა მეტეოროლოგები ვარაუდობენ, რომ ახალი ქარიშხალი იმდენად ძლიერი არ იქნება, როგორც ორი კვირის წინანდელი – „დანა“ იყო.

„ჩვენ ყველას ჯერ კიდევ გონებიდან არ ამოგვდის ვალენსიის სურათები“, – თქვა ქალაქ ბალანეგრის მერმა ნურია როდრიგესმა.

სინოპტიკოსი მონიკა ლოპესი ვარაუდობს, რომ ქარიშხალი ისეთივე ძლიერი არ იქნება, როგორიც ვალენსიაში იყო ორი კვირის წინ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს წყალდიდობის შედეგად ესპანეთში 220-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, 89 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close