არტისტი

ლეონარდო დიკაპრიოს უცნაური ჰობი, რომელმაც ყველა რჩეული შეაშინა, ახალი სატრფოს გარდა

ლეონარდო დიკაპრიოს შეყვარებული, 26 წლის იტალიელი მოდელი ვიტორია ჩერეტი ინტერესით ისმენს პარტნიორის ისტორიებს დინოზავრების შესახებ და აქტიურად უჭერს მხარს მის გატაცებას, რაც მსახიობის ადრინდელ რჩეულებს ყოველთვის აშინებდათ. ვიტორიამ შეძლო ცნობილი მსახიობის გულის მოგება და გააოცა მისი მეგობრები თავისი ერთგულებითა და ლეონარდოს მხარდაჭერით მის უჩვეულო ჰობისთან დაკავშირებით.

„ოსკაროსან“ ლეონარდო დიკაპრიოს, რომელიც 11 ნოემბერს 50 წლის ხდება, მართლაც უცნაური ჰობი აქვს: იგი დინოზავრებითაა გატაცებული. მსახიობი, რომელმაც მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა ჯეკ დოუსონის როლით ფილმში „ტიტანიკი“, სწავლობს ყველაფერს, რაც ამ უძველეს გადაშენებულ არსებებს ეხება და მათ ნამარხ ნაშთებსაც კი აგროვებს. მასთან დაახლოებული წყარო ამბობს, რომ ლეოს შეუძლია საათობით ისაუბროს თავის საყვარელ გიგანტურ ხვლიკებზე, რაც ყველას როდი მოსწონს – მისი ყოფილი შეყვარებულები ხშირად თავს არაკომფორტულად გრძნობდნენ ამის გამო. მსახიობის ამჟამინდელი რჩეული ვიტორია ჩერეტი კი პირიქით, თბილად აღიქვამს მის ინტერესს. In Touch Weekly-ს ინფორმაციით, იგი სიამოვნებით უსმენს ლეოს ისტორიებს და თვლის, რომ ეს ყველაფერი  საკმაოდ მიმზიდველი და სასაცილოა.

ნიკოლას კეიჯი ასევე გატაცებულია დინოზავრებით. 2007 წელს მან აუქციონზე დიკაპრიოს აჯობა და შეიძინა ტირანოზავრის თავის ქალა, რომელიც დაახლოებით 67 მილიონი წლისაა. რასელ ქროუმ, რომელიც ასევე გატაცებული იყო ამ უძველესი არსებებით, დანიელ სპენსერთან განქორწინების შემდეგ გაეყიდა თავისი კოლექცია, მათ შორის, ლეონარდოსგან  ნაყიდი მოზაზავრის  თავის ქალა.

დიკაპრიოსა და ვიტორია ჩერეტის ურთიერთობა 2023 წლის ზაფხულში დაიწყო და მსახიობთან დაახლოებული პირები დარწმუნებულები არიან, რომ მან თავისი იდეალური პარტნიორი იპოვა. მოდელი ცოტა ხნის წინ თითზე საუცხოო საქორწილო ბეჭდით დააფიქსირეს და მათი შესაძლო ქორწინების შესახებ ჭორებიც აგორდა, თუმცა თავად მსახიობსა და მის შეყვარებულს ურჩევნიათ, რომ თავიანთი პირადი ცხოვრება საჯაროდ არ განიხილონ.

ჰოლივუდის ვარსკვლავთან ურთიერთობის გამო ვიტორია ჩერეტის მიმართ საზოგადოების ინტერესი დიდია. მისი სამოდელო კარიერა 14 წლის ასაკში დაიწყო და უკვე არაერთ ცნობილ ტოპ დიზაინერთან აქვს ნამუშევარი, მათ შორის არიან: Alexander McQueen, Chanel, Prada, Valentino, Cucci, Versace  და მრავალი სხვა. ვიტორია ჩერეტი ახლახან გამართულ „ვიქტორია’ს სეკრეტის“ შოუშიც მონაწილეობდა, თანაც ორი სხვადასხვა look-ით.

ცნობისთვის: ვიტორია ჩერეტი დაქორწინებული იყო იტალიელ დიჯეი მატეო მილერიზე და მასთან გადაღებულ ფოტოებს ხშირად აქვეყნებდა. 2022 წელს მან ფოტოების გამოქვეყნება შეწყვიტა და მალე გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა. ახალგაზრდა მოდელს, რომელსაც ფანები „იტალიელ ქალღმერთს“ უწოდებენ, უკვე წელიწადზე მეტია, რომანი აქვს ჰოლივუდის ვარსკვლავ ლეონარდო დიკაპორიოსთან და პაპარაცებმა არაერთხელ დააფიქსირეს წყვილი სხვადასხვა სიტუაციაში.

თამთა გურული

დაკავშირებულ თემაზე: „ტიტანიკის“ რეჟისორმა ექსპერტი დაიქირავა იმის დასამტკიცებლად, რომ ჯეკის გადარჩენა შეუძლებელი იყო (ვიდეო)

„ტიტანიკის“ რეჟისორმა ექსპერტი დაიქირავა იმის დასამტკიცებლად, რომ ჯეკის გადარჩენა შეუძლებელი იყო (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close