ვიდეოქართველები უცხოეთშიიტალიაკრიმინალი

იტალიაში ტანსაცმლის ქურდობისთვის ძებნილი 38 წლის ქართველი დააკავეს (ვიდეო)

იტალიაში, პოტენცის პროვინციაში ძვირფასი, დიზაინერული ტანსაცმლის მოპარვისთვის ძებნილი 38 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ იტალიური 105TV იტყობინება

სამართალდამცველთა ინფორმაციით, დანაშაული მიმდინარე წლის თებერვალში მოხდა აგროპოლიში და ეჭვმიტანილი ამ დრომდე იძებნებოდა. ბრიენცის კარაბინერებმა 38 წლის ქართველი გეგმური შემოწმებისას აიყვანეს და ვალო-დელო-ლუკანიის გამომძიებელი მოსამართლის გადაწყვეტილებით, შინაპატიმრობაში მოათავსეს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ქურდობის ბრალდებით.

გამოცემის ცნობით, დაკავებულს ათობით ძვირად ღირებული, დიზაინერული ტანსაცმლის მოპარვა ედება ბრალად, რომელთაც მნიშვნელოვანი კომერციული ღირებულება ჰქონდათ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close