მსოფლიოსაზოგადოება

პრინც უილიამის მილიონები – როგორია სამეფო ოჯახის წევრის წლიური შემოსავალი

მიუხედავად წლის რთული დასაწყისისა, რომელიც მის ოჯახს შეექმნა, როგორც ჩანს, 2024 წელი ბევრად წარმატებული იყო პრინც უილიამის ფინანსებისთვის.

42 წლის უელსის პრინცმა, 2023-2024 ფინანსური წლის განმავლობაში კორნუოლის საჰერცოგოს ქონებიდან 30 მილიონი დოლარი მიიღო.

კორნუოლის საჰერცოგო – მამული უილიამმა მამისგან, მეფე ჩარლზ III-ისგან მემკვიდრეობით მიიღო. სამეფო ოჯახმა ოთხშაბათს გამოაქვეყნა თავისი ინტეგრირებული წლიური ანგარიში, სადაც წერია, რომ 2023-2024 ფინანსურ წელს უილიამმა 30.4 მილიონი დოლარის მოგება მიიღო.

ასევე, პრინცს კორნუოლის ჰერცოგის ტიტული მიენიჭა.

ანგარიში ასევე აჩვენებს, რომ უილიამს, რომელიც წლების განმავლობაში ფეხბურთის გულშემატკივარი იყო, მიენიჭა ფეხბურთის ასოციაციის (FA) მფარველის ტიტული, რომელსაც ადრე მისი აწ გარდაცვლილი ბებია, დედოფალი ელიზაბეთ II ატარებდა.

როგორც ტახტის მემკვიდრე, უილიამი, მისი მეუღლე ქეით მიდლტონი და მათი სამი შვილი სარგებლობენ კორნუოლის საჰერცოგოდან კერძო საკუთრებით, რომელიც გადასახადებისგან გათავისუფლებულია.

ქონება 1 მილიარდ დოლარზე მეტად არის შეფასებული და აშენდა 1337 წელს, მეფე ედუარდ III-ის დროს.

bpn.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close