ვიდეოიტალიასპორტი

19 წლის ამომავალი ვარსკვლავი, იტალიელი სამთო მოთხილამურე ვარჯიშის დროს დაიღუპა (ვიდეო)

სამწუხარო შემთხვევა მოხდა იტალიაში – 19 წლის იტალიელი მოთხილამურე მატილდა ლორენცი ვარჯიშის დროს დაეცა და მიღებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაციას იტალიის ზამთრის სპორტის ფედერაცია (FIS)  ავრცელებს.

ფედერაციის ცნობით, მატილდა ლორენცი ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიაში, შნალსტალის (Val Senales / Schnalstal, სამხრეთ ტიროლი, ბოლცანოს ავტონომიური პროვინცია) მყინვარზე ვარჯიშის დროს დაეცა და თავის ტვინის მრავალჯერადი დაზიანება მიიღო. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი სპორტსმენი უახლოეს საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს, თუმცა ტრავმების სიმძიმის გამო ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს და მატილდა უბედური შემთხვევიდან მეორე დღეს, 29 ოქტომბერს გარდაიცვალა.

სათხილამურო სპორტის ამომავალი ვარსკვლავი მატილდა ლორენცი 15 ნოემბერს 20 წლის გახდებოდა. 2024 წელს იგი იტალიის სუპერგიგანტის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. იტალიაში ლორენცის მისი თაობის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთხილამურედ მიიჩნევდნენ.

უბედური შემთხვევის შემდეგ იტალიის ზამთრის სპორტის ფედერაციამ ყველა ღონისძიება და ვარჯიში დროებით გააუქმა.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close