ჯანმრთელობარჩევები

მკურნალობა… მარილით

ხშირად გვესმის მარილის მავნე თვისებების შესახებ, ზოგჯერ დიეტოლოგები რაციონიდან მის საერთოდ ამოღებასაც გვირჩევენ, თუმცა მარილს სარგებლის მოტანაც შეუძლია და მცირე რაოდენობით მისი მოხმარება აუცილებელია.

მარილს მადეზინფიცირებელი, იარების შემახორცებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს, ის ჩირქიან ჭრილობებსაც კურნავს. ამისთვის ქაღალდის ხელსახოცი მარილიან წყალში დაასველეთ, ჭრილობაზე  დაიდეთ და დოლბანდით შეიხვიეთ. ასეთი პროცედურების შემდეგ ჭრილობა გასუფთავდება, ვარდისფერს მიიღებს და მალე შეხორცდება.

ფეხების შეშუპების დროსაც მარილიანი წყალი გიშველით: 0,5 ლიტრ ცხელ წყალში გახსენით 3 ს/კ მარილი, მასში ბამბის ნაჭერი დაასველეთ და ტერფებზე შემოიხვიეთ, ზემოდან კი პოლიეთილენის პაკეტი ჩამოიცვით. ცოტა ხანში სიმძიმის შეგრძნება გაქრება.

მარილს გაციების, თავის ტკივილის განკურნებაც შეუძლია. მარილიან წყალში დასველებული ნაჭერი თავზე შემოიკარით და თავის ტკივილი მომენტალურად გაგივლით. გაციების დროს კი მარილიან წყალში დასველებული ნაჭერი თავზე, ყელსა და ზურგზე დაიფინეთ. რამდენიმე პროცედურის შემდეგ გამოჯანმრთელდებით. გაციების საწყის ეტაპზე კარგია, ასევე, მარილიანი წინდების ჩაცმა. წინდები მარილიან ცხელ წყალში დაასველეთ, შემდეგ კარგად გაწურეთ, ჩაიცვით და ზემოდან სათბურა დაიდეთ. გაციება ვეღარ მოგერევათ. სურდოს დროს კი  ცხვირის ნესტოების მარილიანი წყლით გამორეცხვა (უმჯობესია ზღვის მარილი) საუკეთესო საშუალებაა.

მარილიანი წყლის გამოვლება კარგია ყელის ტკივილის დროსაც. თუ 4-5 წვეთ იოდსაც დაუმატებთ, კიდევ უფრო უკეთესი.

მწერის ნაკბენზე კი ძმრისა და მარილის ნარევი (5 წილი ძმარი, 1 წილი მარილი) წაისვით, აღარ გაგისივდებათ, არ მოგექავებათ და მალე მოგირჩებათ.

თამარ ქავჟარაძე

p. s. ჯანმოს კრიტერიუმებით, ზრდასრული ადამიანისთვის ნორმაა 5-6 გ მარილის მოხმარება დღეში, თუმცა ბევრი ექიმის აზრით, 3 გ მარილი იდეალური რაოდენობაა ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close