ამინდისაქართველო
გაფრთხილება ამინდის შესახებ: ზოგან მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, მთაში – თოვლი
გარემოს ეროვნული სააგენტო, სინოპტიკოსების პროგნოზზე დაყრდნობით, 25-26 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
სააგენტოს ცნობით, ხვალ და ზეგ, 25-26 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან – ძლიერი, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში კი – ზოგან თოვლი.
„მოსალოდნელმა ნალექებმა, შესაძლებელია, დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარები