ალექსანდრე ზაზარაშვილს ძმა გარდაეცვალა – „სამუდამოდ ჩემს გულში დარჩები, ნიკა!“
ამერიკაში მცხოვრებ ქართველ მომღერალს ალექსანდრე ზაზარაშვილს ძმა გარდაეცვალა. ეს სამწუხარო ამბავი მან თავად გაავრცელა სოციალურ ქსელში.
19 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გორი-რუისის მონაკვეთზე ავარიას 20 წლის ბიჭი ემსხვერპლა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა ალექსანდრე ზაზარაშვილის ძმა, ნიკა ქვრივიშვილი იყო.
ambebi.ge ალექსანდრე ზაზარაშვილის დედას გულიკო ეგნატაშვილს ესაუბრა:
„სული მეწვის, ნიკა ტანჯვით გავზარდე. ჩემი შვილებისთვის არ დამითმია ამდენი დრო და ენერგია. 5 წლის ხდებოდა, როცა ჩვენთან მოვიყვანეთ. მე ვზრდიდი, დედის მეძახდა, გიჟდებოდა ჩემზე. ჩვენს სიყვარულს საზღვრები არ ჰქონდა. ჯარში შევიყვანე; 18 წლის რომ გახდა, იქ მუშაობდა. ტრაგედიის დღეს მამასთან იყო, სახლში მოდიოდა და ავტობანზე გადმოვიდა. ამ დროს დაეჯახა მანქანა. ალექსანდრემ ასწავლა წერა-კითხვა…“ – თქვა გულიკო ეგნატაშვილმა.
ცნობილია, რომ წლების წინ ალექსანდრეს ოჯახმა ოთხი დედმამიშვილი იშვილა. მაშინ მომღერლის დედა ამბობდა, რომ ბავშვების დედას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვილებზე ზრუნვა არ შეეძლო და ამიტომ ისინი თავისთან წამოიყვანა. სწორედ ერთ-ერთი მათგანი იყო ნიკა, რომელიც, სამწუხაროდ, 19 ოქტომბერს ავარიის დროს დაიღუპა.
დაკავშირებულ თემაზე: ალექსანდრე ზაზარაშვილის დედის მონაყოლი ოთხი ბავშვის შვილად აყვანის ისტორიაზე (ვიდეო)
კომენტარები