ეკონომიკაიტალია

რა ჯდება იტალიაში ბინის შეძენა?

იტალიაში უძრავი ქონების ფასი საშუალოდ 1855 ევროა კვადრატულ მეტრზე, რაც დაახლოებით 110 ათას ევროს უდრის ოროთახიან ბინაზე, 60 კვადრატული მეტრი ფართობით და 170 ათას ევროს – სამოთახიან ბინაზე, 90 კვადრატული მეტრი ფართობით.

ზოგადი მონაცემები მთელი ქვეყნისთვის ასეთია, თუმცა, რა თქმა უნდა, ფასები განსხვავდება რაიონებისა და ქალაქების მიხედვით. ჩრდილოეთში ბინები უფრო ძვირია, ვიდრე სამხრეთში. აქვე აღვნიშნავთ, რომ გასულ წელთან (2023) შედარებით ფასები დიდად არ შეცვლილა, პირიქით, როგორც Repubblica-ს ანგარიშიდან მოჰყავს ციტატა: „სამხრეთი იტანჯება, სადაც წლის განმავლობაში საშუალო ფასები თითქმის 2 პროცენტული პუნქტით შემცირდა; ჩრდილოეთსა და დიდ ცენტრებში კი დადებითი ცვლილებები შეინიშნება: წლიურმა ზრდამ 1,6% შეადგინა. რეკორდული ზრდა აქვს მილანს: აქ გასაყიდი უძრავი ქონების ღირებულება ერთი წლის განმავლობაში 8,1%-ით გაიზარდა და საშუალოდ 3592 ევროს მიაღწია კვადრატულ მეტრზე“.

ქალაქები

ცალკეულ ქალაქებს თუ გადავხედავთ, ყველაზე დატვირთული ბაზრებია ვენეცია ​​და ბოლონია, სადაც ფასები 6,4%-ით გაიზარდა და საშუალოდ 3142 ევრო/კვ. მ შეადგინა ვენეციაში, ხოლო 2867 ევრო/კვ. მ ბოლონიაში., თუმცა ფასები ეცემა რომში, სადაც უძრავი ქონების ღირებულება დაახლოებით 3141 ევროა კვადრატულ მეტრზე.

სხვა ქალაქებს რაც შეეხება: ნეაპოლში ღირებულება კვადრატულ მეტრზე 2613 ევროა, გენუაში – 1610 ევრო კვადრატულ მეტრზე, მილანში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 3592 ევრო კვადრატულ მეტრზე, ანკონაში – 1586 ევრო კვადრატულ მეტრზე, ტურინში – 1687 ევრო კვადრატულ მეტრზე, კალიარიში – 2137 ევრო კვადრატულ მეტრზე, ტრენტოშო – 2584 ევრო კვადრატულ მეტრზე, პალერმოში – 1​​336 ევრო კვადრატულ მეტრზე.

უძრავი ქონების ფასების შესახებ მონაცემები მიმდინარე წლის მეორე ნახევრისთვის Immobiliare.it-მა გამოაქვეყნა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close