ვიდეოსაზოგადოებასაქართველო

ქუთაისსა და აჭარაში საფლავებში ჩამარხული ცოცხალი ადამიანების ასობით FB-ფოტო იპოვეს (ვიდეო)

რამდენიმე თვეა, სხვადასხვა სოფელში ადამიანები უშედეგოდ არკვევენ, ვინ და რა მიზნით ჩამარხა საფლავში მათი სურათები. მორიგი ასეთი უჩვეულო შემთხვევა აჭარაში, სოფელ ნაკაიძეებში მოხდა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკაიძეებში, 23 წლის ბიჭის საფლავზე, სრულიად შემთხვევით, მიწაში ჩამარხული ცოცხალი ადამიანების 120 ფოტო აღმოაჩინეს.

ფოტოსურათები მათზე გამოსახული პირების ფეისბუქ-ალბომებიდან იყო ამოღებული და შემდეგ დაბეჭდილი. მათ შორის პატარა ბავშვების ფოტოებიც იყო.

ჭირისუფალმა საფლავში ჩამარხულ ფოტოსურათებზე ოჯახის წევრები ვერ ამოიცნო, ამიტომაც მისთვის კიდევ უფრო გაუგებარი გახდა, რატომ შეარჩიეს მისი შვილიშვილის სასაფლაო.

გარდაცვლილი ბიჭის მეგობრებმა ფოტოებზე აღბეჭდილი ადამიანების იდენტიფიცირება დაიწყეს. ადგილობრივებმა საკუთარი თავი, ოჯახის წევრები, ახლობლები, მიმდებარე სოფლის მაცხოვრებლებიც კი აღმოაჩინეს. მომხდარი სამართალდამცავებსაც აცნობეს.

მსგავსი უცნაური ამბავი ქუთაისშიც მოხდა. მწვანეყვავილას პანთეონში, სამ სხვადასხვა საფლავში იპოვეს ფოტოები და მათთან ერთად ჩამარხული ბოქლომები.

ერთ-ერთი გარდაცვლილის ოჯახმა შეამჩნია, რომ სასაფლაოზე მიწა უსწორმასწოროდ იყო, შემდეგ კი საფლავში 20-მდე ადამიანის სურათი და ბოქლომები ნახეს.

გავრცელდა ინფორმაციაც, რომ ფოტოსურათებზე აღბეჭდილი ადამიანები ქუთაისში ცნობილი ადამიანები არიან.

ამ ამბავს ზოგმა იუმორით შეხედა, ზოგიერთისთვის კი საფლავში საკუთარი ფოტოს ნახვა შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close