საზოგადოებასაქართველო

საქართველოს პირველი არხის ახალი შენობა გაიხსნა (ვიდეო)

2024 წლის 16 ოქტომბერი ისტორიული დღეა საქართველოს პირველი ტელევიზიისთვის – თითქმის ოთხწლიანი მშენებლობის შემდეგ პირველი არხის ახალი, ულტრათანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შენობა გაიხსნა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი მისამართია პოლიტკოვსკაიას 31. 

მასშტაბი, სივრცე, კონცეფცია, გამორჩეული დიზაინი და არქიტექტურა – ახალმა ნაგებობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ეს არის უახლესი ტექნიკითა და თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ორი კორპუსი მასშტაბური სტუდიებით და პავილიონებით. თანამედროვე გამოწვევებსა და საჭიროებებზე მორგებული შენობა ტექნიკურად ძნელად შესასრულებელი ინოვაციური პროექტების განხორციელებისა და ტექნოლოგიურად რთულად დასაძლევი ამოცანების შესრულების საშუალებას იძლევა. პირველი არხი 60-წლიანი ისტორიით განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადადის.

შენობის გახსნამ საზეიმო ვითარებაში ჩაიარა. ცერემონიას უამრავი სტუმარი ესწრებოდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close