ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 14 – 20 ოქტომბერი

ეს კვირა საკმაოდ პრობლემური იქნება. არსებობს მნიშვნელოვანი ანგარიშის დროულად ვერ დასრულების რისკი, ან გარიგება, რომელსაც ხელს მოაწერთ, განწირული იქნება წარუმატებლობისთვის. ყველა უსიამოვნება შეგიძლიათ აიცილოთ თავიდან, თუ მთლიანად თქვენს სამუშაოზე იქნებით ორიენტირებული. დიახ, ადვილი არ არის დროებით დაივიწყოთ პირადი საქმეები, მაგრამ ცოტა მოგვიანებით საკუთარ თავს ამისთვის მადლობას ეტყვით. უფრო მეტიც, დიდი შანსი იქნება, მომავალი შაბათ-კვირა ნათელი, მხიარული და, უბრალოდ, დაუვიწყარი იყოს.

ვერძი

ამ კვირაში თქვენი დროის უმეტესი ნაწილი სამუშაოს მოხმარდება. კვირის დასაწყისი მეტად საინტერესო და დატვირთული იქნება, მნიშვნელოვანია ძალებისა და ენერგიის სწორად გადანაწილება. შუა კვირა შესანიშნავი დროა რომანტიკული ნაცნობობისთვის ან საოფისე რომანისთვის. ხუთშაბათს ან პარასკევს დიდი სურვილი და შესაძლებლობა გექნებათ, მეტი დრო გაატაროთ მეგობრებთან და ოჯახთან ერთად, აანაზღაუროთ უყურადღებობა მათ მიმართ, რის მიზეზიც სამუშაოზე მეტისმეტი დატვირთვა იყო. ეს დაგეხმარებათ, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა კიდევ უფრო თბილი და სასიამოვნო გახადოთ.

სასიკეთო დღეები: 15, 20.

არასასიკეთო დღე: 16.

კურო

სასურველია ამ კვირაში არ ეცადოთ რაიმე სიახლეების დანერგვას ან სოციალური წრის შეცვლას. ოთხშაბათს მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები და მოულოდნელი ამბები გელით. ხუთშაბათს საჭირო იქნება ისეთი თვისებების გამოვლენა, როგორიცაა  მოვლენების სწორად განსაზღვრა, სიტუაციაში მყისიერად გარკვევის უნარი და თავდაჯერებულობა. პარტნიორებთან საქმიანი ურთიერთობა დიდწილად თქვენს თავშეკავებასა და დიპლომატიაზე იქნება დამოკიდებული. დაფიქრდით ყველაფერზე მცირე დეტალებამდე, სანამ თქვენი პარტნიორების საინტერესო კითხვებზე უპასუხებთ. ამ რთული პერიოდის გადალახვაში ახლო მეგობრის კარგი რჩევა დაგეხმარებათ.

სასიკეთო დღეები: 14, 18.

არასასიკეთო დღე: 19.

ტყუპი

თუ სიზარმაცეს თავს დააღწევთ, მაშინ წარმატება და მოგება გელით. დატვირთვა საკმაოდ მართვადი იქნება, შემოქმედებისთვის დროც კი გექნებათ. ჩაერთეთ თვითგანვითარებაში, აღიარეთ თქვენი შეცდომები და განაგრძეთ წინსვლა. თქვენი ოცნებები ახდენას იწყებს, თუმცა შესაძლოა ამას ჯერ ვერც ამჩნევთ. შეეცადეთ, მეტი დრო დაუთმოთ საყვარელ ადამიანებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს თქვენგან დამატებით ძალისხმევას მოითხოვს. კვირის ბოლოს შესაძლოა მიიღოთ სასიამოვნო სიურპრიზი თქვენი კოლეგებისგან, რომლებთან ურთიერთობა დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ.

სასიკეთო დღეები: 15, 17.

არასასიკეთო დღე: 18.

კირჩხიბი

ეს კვირა ძალიან საინტერესო და დატვირთული იქნება თქვენთვის ვარსკვლავების გავლენის შედეგად. დროის უმეტეს ნაწილს საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატარებთ, რაც დაძაბულობის მოხსნაში, კავშირების გაძლიერებაში დაგეხმარებათ და ენერგიის დამატებითი წყარო გახდება სამომავლო გეგმების განსახორციელებლად. ოჯახური ცხოვრება ამ დღეებში კარგ განწყობას შეგინარჩუნებთ. კვირას განსაკუთრებით აუცილებელია საკუთარი თავი სამუშაოს შესრულებისთვის განაწყოთ.

სასიკეთო დღეები: 14, 16.

არასასიკეთო დღე: 20.

ლომი

ამ კვირაში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მეგობრებთან ურთიერთობას, მათ შეუძლიათ დაგეხმარონ კარიერულ წინსვლაში ან კარგი რჩევები მოგცენ პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით. ოთხშაბათს შესაძლოა თქვენი პროფესიული მიღწევების მოულოდნელმა აღიარებამ გაგახაროთ. ახლა კარგი დროა ახალი შესაძლებლობების გასაცნობად, მაგრამ თავდაჯერებულობა მნიშვნელოვანია. შეიძლება თქვენი გეგმების კორექტირება და მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის მომზადება დაგჭირდეთ. ნებისმიერ შემთხვევაში შეეცადეთ, არ შეცვალოთ თქვენი ღირებულებები, დააფასეთ გამოცდილება, რომლის დაგროვებაც მოახერხეთ და სწორად გამოიყენეთ.

სასიკეთო დღეები: 17, 19.

არასასიკეთო დღე: 16.

ქალწული

ეცადეთ თქვენი ემოციური მდგომარეობა დააბალანსოთ და უკიდურესობაში არ გადახვიდეთ. შეინარჩუნეთ წონასწორობა და სიმშვიდე. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ თქვენს მეგობრებს და პარტნიორებს, როდესაც ურთიერთობის რთულ ფაზაში შედიხართ. სამშაბათს გადადეთ ყველა პირადი საქმე და დრო მთლიანად სამუშაოს დაუთმეთ. კვირის ბოლოს შესაძლოა თქვენს ახლობლებსა და მეგობრებს თქვენი დახმარება დასჭირდეთ. ვარსკვლავების გავლენით, თქვენს პირად ცხოვრებაში მშვიდობა და ჰარმონია სუფევს. ნათესავის მხრიდან მოულოდნელი, მაგრამ სასიამოვნო ვიზიტი თქვენს სახლში საკმაოდ სავარაუდოა.

სასიკეთო დღეები: 14, 18.

არასასიკეთო დღე: 15.

სასწორი

ორშაბათს ფრთხილად იყავით, არსებობს რისკი, რომ ახალი ინფორმაციის დამახინჯებამ შეცდომაში შეგიყვანოთ. ვინც ამ კვირაში სახლიდან შორს იქნება, თავი უნდა აარიდოს უცნობ კომპანიებს. იმ სამუშაოს დასასრულებლად, რომელზეც დიდი ხანია და დაჟინებით მუშაობდით, დამხმარეები და თანამოაზრეები დაგჭირდებათ. სახლში პრობლემებს ადვილად მოაგვარებთ. ზოგიერთი თქვენგანი ამ შაბათ-კვირას შეიძლება მოუთმენლად ელოდეს ოჯახთან ერთად საინტერესო მოგზაურობას. აიხდინეთ სურვილი, დროს სასიამოვნოდ გაატარებთ!

სასიკეთო დღეები: 19, 20.

არასასიკეთო დღე: 17.

მორიელი

ამ კვირაში მოგიწევთ განსაკუთრებით დიპლომატიური იყოთ და პატივი სცეთ ირგვლივ მყოფთა გრძნობებს, რათა არ შელახოთ მათი სიამაყე და არ დააზიანოთ ურთიერთობები, რომლებსაც აფასებთ. ასეთი პრობლემების რისკი დაკავშირებულია ვარსკვლავების გავლენასთან. ასევე,  შეეცადეთ არ დაკარგოთ ძვირფასი დრო და ყველაფერი, რასაც გეგმავთ, აუცილებლად გამოგივათ, თუ თქვენს სამუშაოს გულმოდგინედ და გარკვევით შეასრულებთ. სიხარულსა და სიამოვნებას მოგიტანთ ქველმოქმედება და კომფორტული გარემო სახლში.

სასიკეთო დღეები: 16, 20.

არასასიკეთო დღე: 18.

მშვილდოსანი

ამ კვირაში ბედი გიღიმით და ბევრ საკითხში გმფარველობთ. გააცოცხლეთ დიდი ხნის პროექტები, მათ შეუძლიათ წარმატება მოგიტანონ. ოღონდ სასურველია, ზედმეტად არ დაიტვირთოთ და პასუხისმგებლობა არ აიღოთ სხვების შეცდომებზე. არსებობს რისკი, რომ ვერ გაუმკლავდებით, შეეცადეთ, უფრო რეალისტები იყოთ. ნუ დაუმალავთ სიხარულს ან მწუხარებას ახლობლებს, ისინი გაგიგებენ, ხოლო მათი თანადგომა გაგამხნევებთ და ძალას მოგცემთ. შეეცადეთ შეინარჩუნოთ ბალანსი თქვენს პირად და პროფესიულ ცხოვრებას შორის. გარემოებები თქვენს სასარგებლოდ იმუშავებს და წარმატებას მიაღწევთ!

სასიკეთო დღეები: 15, 17.

არასასიკეთო დღე: 19.

თხის რქა

თუ ცდილობთ გააკეთოთ რაც შეიძლება საუკეთესოდ, მაგრამ გამოდის ისე, როგორც ყოველთვის, ანუ საშუალოდ, ეს იმის ნიშანია, რომ ბოლომდე არ გაქვთ გააზრებული, რას აკეთებთ სინამდვილეში. ილუზიები ნუ გაგიტაცებთ, კონკრეტული მიზანი დაისახეთ. თქვენს მდგომარეობას კრიტიკულად შეხედეთ, გააანალიზეთ, ესაუბრეთ ახლობლებს, მიჰყევით მათ კეთილ და პრაქტიკულ რჩევებს და მაშინ თქვენთან ყველაფერი კარგად იქნება, სერიოზული პრობლემები არ შეგექმნებათ. კვირის პირველი ნახევარი კარგია სამოგზაუროდ ან სტუმრების მისაღებად. არ არის გამორიცხული, შაბათს მუშაობა მოგიწიოთ, კვირას კი მშვენივრად  გაერთოთ.

სასიკეთო დღეები: 15, 17.

არასასიკეთო დღე: 14.

მერწყული

ეს კვირა შეიძლება იყოს აქტიური და სტრესული. შესაძლოა არჩევანის წინაშე აღმოჩნდეთ. იყავით მომთმენი და ტაქტიანი. უბრალოდ, ხელიდან არ უნდა გაუშვათ მნიშვნელოვანი იდეა კვირის შუა რიცხვებში, რომელიც გააფართოებს თქვენს შესაძლებლობებს. პარასკევი შეიძლება იყოს ყველაზე ხელსაყრელი დღე თქვენს გუნდში სერიოზული წამოწყებისთვის. შაბათ-კვირას ეცადეთ,  ბევრი დრო არ დაკარგოთ ცარიელ საუბრებზე. საშუალება გექნებათ, დიდი დრო გაატაროთ ოჯახთან ერთად, ისიამოვნოთ იმ ურთიერთობით, რომელსაც მოკლებული ხართ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მძიმე დატვირთვის გამო.

სასიკეთო დღეები: 14, 20.

არასასიკეთო დღე: 16.

თევზები

დროა ცოტა  დამშვიდდეთ და დაისვენოთ შრომისმოყვარეობისგან. თუ შესაძლებელია, აიღეთ შვებულება ან რამდენიმე დღე დასასვენებლად. ოთხშაბათს თქვენი უდანაშაულობის აღიარების მცდელობა უშედეგო იქნება, მაგრამ უკვე ხუთშაბათს მოლაპარაკებას მარტივად შეძლებთ. შუა კვირაში ბევრ სასარგებლო ინფორმაციას შეიტყობთ, თქვენი საქმიანი შეხვედრები წარმატებული იქნება. ეს შესანიშნავი კვირაა ახალგაზრდებისთვის ვარსკვლავების გავლენის წყალობით, მათ შეუძლიათ მიაღწიონ განსაკუთრებულ წარმატებებს თავიანთ საქმიანობაში და დაიმსახურონ ხელმძღვანელების აღიარება.

სასიკეთო დღეები: 16, 20.

არასასიკეთო დღე: 18.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close