ვიდეოსაზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთის დედაქალაქში ხვალ ყველა სკოლა დაკეტილი იქნება

საბერძნეთის დედაქალაქის – ათენის მუნიციპალიტეტის განცხადებით, ხვალ, 3 ოქტომბერს ათენში ყველა სკოლა დაკეტილი იქნება წმინდა დიონისე არეოპაგელის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, რომელიც ათენის მფარველად მიიჩნევა. ათენის სკოლების მოსწავლეების მშობლებს გაეგზავნათ შესაბამისი შეტყობინება: „ხუთშაბათს, 3 ოქტომბერს, ქალაქის მფარველის – წმინდა დიონისე არეოპაგელის დღესასწაულთან დაკავშირებით ჩვენი სკოლა დაკეტილი იქნება“.

წმინდა დიონისე არეოპაგელი (ბერძ. Διονύσιος ὁ Ἀρεοπαγίτης, Dionysios ho Areopagitēs) ახ. წ. I საუკუნეში მოღვაწეობდა. იგი იყო ათენის არეოპაგის წევრი. ქრისტიანობა პავლე მოციქულის გავლენით მიუღია. ევსები კესარიელის (ახ. წ. II ს.) ცნობით, ამის შემდეგ დიონისე ათენის პირველი ეპისკოპოსი გახდა. მას ქრისტიანული ეკლესიები წმინდანად მიიჩნევენ, მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს მისი ხსენების დღეს – ახ. სტ. 3 ოქტომბერს და 4 იანვარს, კათოლიკური ეკლესია კი – ერთხელ, 9 ოქტომბერს. ქართული მართლმადიდებელი ეკლესია დიონისე არეოპაგელის ხსენების დღეს 4 (17) იანვარს აღნიშნავს.

ნინო ბაჯელიძე

ასე იზეიმა შარშან ათენმა თავისი მფარველი წმინდანის დღე.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close