ვიდეოკულტურასაქართველო

საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო, ევროს საკოლექციო ბანკნოტზეც დაიტანეს (ვიდეო)

8000 წლის წინათ ჩვენმა წინაპრებმა ველური ვაზის მოშინაურება დაიწყეს, საიდანაც ღვინის დაყენების ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი.

ამდენი საუკუნის განმავლობაში გადარჩენისთვის ბრძოლის, სისხლიანი ლაშქრობებისა და გაჩეხილი ვაზის მიუხედავად ჩვენმა ქვეყანამ უძველესი ტრადიცია უწყვეტად შეინარჩუნა. დღეს საქართველოში თითქმის ვერ ნახავთ ოჯახს, საკუთარი ხელით დაწურული ღვინით რომ არ ამაყობდეს. სწორედ ასეთი ისტორიისა და უნიკალური გემოვნური თვისებების გამო როგორც 8000 წლის წინანდელი, ისე ახლა დაწურული ქართული ღვინო მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა.

საქართველო რომ ღვინის სამშობლოა, ეს ევროპის შუაგულში კიდევ ერთხელ აღნიშნეს და ევროს საკოლექციო ბანკნოტზეც დაიტანეს.

საკოლექციო ბანკნოტი „ევრო 8000“ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასაც მიეძღვნა. პრეზენტაცია ნიდერლანდებში, ქალაქ მაასტრიხტში გაიმართა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close