მსოფლიოკრიმინალი

„მის შვეიცარიის“ ფინალისტი ქმარმა დაახრჩო და დაანაწევრა – მკვლელობის სულისშემძვრელი დეტალები

მიმდინარე წლის 13 თებერვალს ბაზელის მახლობლად, ბინინგენში მოდელი და „მის შვეიცარიის“ 2007 წლის კონკურსის ყოფილი ფინალისტი კრისტინა იოქსიმოვიჩი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა ქალის სხეული დანაწევრებული იყო. ეჭვმიტანილია მსხვერპლის ქმარი, 41 წლის ტომას ლ., რომელმაც დანაშაული აღიარა, თუმცა ამტკიცებს, რომ მკვლელობა „თავდაცვის“ მიზნით ჩაიდინა.

38 წლის ყოფილი მოდელის მკვლელობის შემზარავი დეტალები 11 სექტემბერს გასაჯაროვდა. შვეიცარიის სასამართლო დოკუმენტი სულისშემძვრელ ინფორმაციას შეიცავს.

პროკურორების თქმით, ქრისტინა ქმარმა, თომასმა დაახრჩო, შემდეგ თავი მოაჭრა, შემდეგ კი „ხერხით, დანით და სეკატორით დაანაწევრა“. გვამის ნაწილების საბოლოოდ მოშორებას ტომას ლ. „ხელის ბლენდერით დაფქვისა და ქიმიკატში გახსნის“ გზით შეეცადა. შვეიცარიის სასამართლომ დაადგინა, რომ ტომას ლ.-ს, რომელმაც ცოლის მკვლელობა მარტში აღიარა, „ფსიქიკური დაავადების სპეციფიკური ნიშნები“ ჰქონდა.

როგორც შვეიცარიული ონლაინ გამოცემა „20 Minutes“ იუწყება, წყვილი 2017 წლიდან იმყოფებოდა ქორწინებაში და ქრისტინას ორი პატარა გოგონა ჰყავდა, რომლებიც მისი მკვლელობის მომენტში 3 და 4 წლისები იყვნენ. ქმართან და შვილებთან ერთად ის ქალაქ ბინინგენის ელიტური რაიონში, დიდ სახლში ცხოვრობდა, საიდანაც ბაზელის ულამაზესი ხედები იშლება.

სოციალურ ქსელებში წყვილმა იდეალური ოჯახის იმიჯი შექმნა, თუმცა გამომძიებლების თქმით, ცოლის მიმართ ძალადობა ტომას ლ-ს ადრეც გამოუვლენია.

შვეიცარიული გაზეთის, „ბერნერ ცაიტუნგის“ ცნობით, მსხვერპლის მოკვლის მეთოდი იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ეჭვმიტანილი „ძალადობისკენ მუდმივ სწრაფვას“ ამჟღავნებს და „სადისტური, სოციოპათიური“ მიდრეკილებები აქვს. სასამართლოს შეფასებით, მან ცოლის მკვლელობის შემდეგ „კრიმინალური ენერგიის მნიშვნელოვნად მაღალი დონე, თანაგრძნობის ნაკლებობა და სიმშვიდე“ გამოავლინა. თავდაპირველად ის ამტკიცებდა, რომ თავდაცვის მიზნით მოქმედებდა და პარტნიორს დანით თავდასხმაში ადანაშაულებდა.

კრისტინა იოქსიმოვიჩი წარმატებული მოდელი და მეწარმე იყო. 2007 წელს იგი გახდა „მის შვეიცარიის“ კონკურსის ფინალისტი, მოგვიანებით საკუთარი სამოდელო სააგენტო გახსნა და პოდიუმების მწვრთნელად და კონკურსანტების მენტორად მუშაობდა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by KRISTINA (@catwalkcoach)

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close