სპორტი
საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში ოთხი პოზიციით დაწინაურდა, უეფას რეიტინგში კი პირველ ადგილზეა
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ფიფას რეიტინგში 66-ე ადგილზე დაწინაურდა, რაც ამ საუკუნეში ჩვენი გუნდისთვის საუკეთესო შედეგია.
2024 წლის დასაწყისში საქართველო 77-ე ადგილზე იყო, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრისა და მერვედფინალში გასვლის შემდეგ 70-ე პოზიციაზე გადაინაცვლა, ახლა კი კიდევ 4 საფეხურით ( +16,81 ქულა) წინ წაიწია და 66-ე ადგილზეა 1378.22 ქულით.
რეიტინგის პირველი ათეული ასე გამოიყურება:
————————
საქართველოს ნაკრებმა სექტემბერში ორი შეხვედრა ჩაატარა და ორივე მოიგო – ჩეხეთთან (4:1) და ალბანეთთან (1:0), რომელიც ფიფას რეიტინგში საქართველოს შემდეგაა, 67-ე პოზიციაზე.
უეფას ერთა ლიგის ისტორიაში ჩატარებული ყველა მატჩის შედეგების შეჯამების შემდეგ კი ამ დროისთვის საქართველო რეიტინგში პირველია.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები