ქართველები უცხოეთშისაზოგადოებასპორტი

ვამაყობთ ოთარ კიტეიშვილით, „ჯადოქარი ნახევარმცველით“ – ავსტრიის საელჩო საქართველოს ნაკრებს ალბნეთთან გამარჯვებას ულოცავს

საქართველოში ავსტრიის საელჩო სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც „ჯვაროსნებს“ და მათ გულშემატკივარს ალბანეთთან „ბრწყინვალე“ გამარჯვებას ულოცავს.

„ვულოცავთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და მის ყველა გულშემატკივარს ერთა ლიგის ფარგლებში ზედიზედ მეორე ბრწყინვალე გამარჯვებას.

განსაკუთრებით ვამაყობთ ოთარ კიტეიშვილით, გრაცის „შტურმის“, ჩემპიონი კლუბის, ქართველი „ჯადოქარი ნახევარმცველით“ და ავსტრიის ბუნდესლიგის 2023-2024 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელით, რომელმაც საქართველოს ნაკრებთან ერთად შთამბეჭდავი თამაში აჩვენა.

წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ შეხვედრებში“, – წერს საელჩო სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ტურში, სტუმრად ტირანაში ალბანეთის ნაკრები დაამარცხა ანგარიშით 1:0 და ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერი გახდა. ოთარ კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 7,3 შეფასება დაიმსახურა. შეგახსენებთ, რომ თამაშის 71-ე წუთზე ერთადერთი, გამარჯვების გოლი საჯარიმოს მისადგომებიდან გიორგი ქოჩორაშვილმა სწორედ ოთარ კიტეიშვილის გადაცემის შემდეგ გაიტანა.

ნუცა ყაველაშვილი

საქართველოს ნაკრებმა ალბანეთს სტუმრად მოუგო და ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერია (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close