ქართველები უცხოეთშისპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი რენის ჩელენჯერის მერვედფინალში გავიდა

საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის ქალაქ რენში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირის ძირითად ბადეში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ბასილაშვილმა მეთექვსმეტედფინალში გერმანელი მაქს ვიშკანდტი სამ სეტში დაამარცხა – 6:4, 3:6, 6:3  და  შემდეგ წრეში გადავიდა.

მერვედფინალურ შეხვედრაში იგი მსოფლიო რეიტინგის 46-ე პოზიციაზე მყოფ ფრანგ ჩოგბურთელს – 36 წლის ადრიან მანარინოს დაუპირისპირდება. 32 წლის ქართველი ჩოგბურთელი ამჟამად მსოფლიო რეიტინგში 347-ე ადგილზეა.

ბასილაშვილი მანარინოს აქამდე ორჯერ შეხვდა: 2017 წელს სოფიაში Garanti Koza Sofia Open-ზე ნიკოლოზმა გაიმარჯვა ორ სეტში, 2021 წელს კი, პარიზის მასტერსზე ფრანგმა ქართველი მეტოქე, ასევე, ორ სეტში დაამარცხა.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close