ვიდეოსპორტი

პირველი ოქრო საქართველოს პარიზის პარალიმპიადაზე გიგა ოჩხიკიძემ მოუპოვა, მსოფლიო რეკორდით (ვიდეო)

რატომ გააუუქმეს ქართველს ოქროს მედალი და მსოფლიო რეკორდი და მერე ისევ დაუბრუნეს?

პარიზში მიმდინარე 2024 წლის პარალიმპიურ თამაშებზე ქართველი პარამძლეოსანი გიგა ოჩხიკიძე ბირთვის კვრაში (F53) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ქართველმა სპორტსმენმა მსოფლიო რეკორდიც დაამყარა: მან ბირთვი 9,66 მეტრზე გაისროლა და საქართველოს პარალიმპიურ ნაკრებს პირველი უმაღლესი სინჯის მედალი მოუტანა.

ჩვენი გუნდის ანგარიშზე უკვე ორი მედალია – პარატაეკვონდოში ბრინჯაოს მედლის მფლობელი ანა ჯაფარიძე გახდა.

გიგა ოჩხიკიძე ქართული პარასპორტის ისტორიაში მეორე პარასპორტსმენია, ვინც ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. პირველად პარალიმპიადაზე გამარჯვებას პარაძიუდოსტმა ზვიად გოგოჭურმა მიაღწია 2016 წელს.

გიგა ოჩხიკიძის ოლიმპიურ ჩემპიონობასა და მსოფლიო რეკორდთან დაკავშირებით სკანდალური ფაქტი მოხდა: ქართველი სპორტსმენის შედეგები მოროკოს და ირანის დელეგაციებმა გაასაჩივრეს, მსაჯებმა ვიდეოგამეორებას გადახედეს, ჩათვალეს, რომ ოჩხიკიძემ სროლის წესები დაარღვია და გიგას ნაცვლად ოქროს მედალი მაროკოელ აბდელილაჰ განის გადასცეს.

მას შემდეგ, რაც საქართველოს დელეგაციამ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, გიგას ოქროს მედალიც დაუბრუნეს და მსოფლიო რეკორდიც.

„არიიიის! სენ დენიზე საქართველოს ჰიმნი მაინც გაჟღერდება! დავიცავით გიგას უფლებები! კომისიამ საბოლოო ვერდიქტი გამოაცხადა და გიგას ოქროს მედალიც დაუბრუნდა და მსოფლიოს რეკორდიც! გიგა ოჩხიკიძე, უკვე ორგზის ჩემპიონი ხარ!“ – წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში.

.

შეგახსენებთ, რომ პარალიმპიადა პარიზში 29 აგვისტოს დაიწყო და 8 სექტემბერს დასრულდება. საქართველოს პარალიმპიური ნაკრები პარიზში 14 სპორტსმენით არის წარმოდგენილი.

პარიზში ზაფხულის მე-17 პარალიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია გაიმართა (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close