სპორტი

პარიზში ზაფხულის მე-17 პარალიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია გაიმართა (ვიდეო)

საქართველოს პარალიმპიური ნაკრები პარიზში 14 სპორტსმენით არის წარმოდგენილი

პარიზში გაიხსნა ზაფხულის მე-17 პარალიმპიური თამაშები, რომელიც 8 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ზაფხულის თამაშებზე საქართველო სპორტის ექვს სახეობაში 14 პარასპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.

შეჯიბრების პირველ დღეს, 29 აგვისტოს მედლების 22 კომპლექტი გათამაშდება, ქართველთაგან პირველი ტაეკვონდოისტები – ანა ჯაფარიძე და ლია ჩაჩიბაია იასპარეზებენ.

პარალიმპიური თამაშების პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.

საქართველოს პარალიმპიური ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

ეტლით ფარიკაობა – ნინო თიბილაშვილი, ირმა ხეცურიანი;

პარამძლეოსნობა – გიგა ოჩხიკიძე, დავით ქავთარაძე;

პარატაეკვონდო – ანა ჯაფარიძე (52 კგ), ლია ჩაჩიბაია (47 კგ), გიორგი ნიკოლაძე (70 კგ);

პარაძიუდო – ინა ქალდანი (70 კგ), ზურაბ ზურაბიანი (60 კგ), გიორგი ქალდანი (70 კგ), ლაშა ყიზილაშვილი (90 კგ), რევაზ ჩიკოიძე (+90 კგ);

პარასროლა – ლადო ჭინჭარაული;

პარაწოლჭიმი – აკაკი ჯინჭარაძე (+107 კგ).

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close