მოგზაურობასაბერძნეთისაქართველო
ათენი-თბილისის მიმართულებით ბერძნული ავიაკომპანია რეგულარულ ფრენას იწყებს
ბერძნული ავიაკომპანია Sky Express-ი შემოდგომიდან ათენი-თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენას იწყებს. ამის შესახებ კომპანია TAV GEORGIA-ს განცხადებაშია ნათქვამი.
კომპანიის ინფორმაციით, ბერძნული ავიაკომპანია Sky Express-ი ათენი-თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენას 6 ნოემბრიდან დაიწყებს.
ავიარეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კვირაში სამი სიხშირით – ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და შაბათს შესრულდება.
ზამთრის სანავიგაციო სეზონზე ავიაკომპანია Airbus 320 Neo ტიპის ბორტით იფრენს.
ბერძნული ავიაკომპანია Sky Express-ი, რომელიც 2005 წლიდან ოპერირებს, 21 საერთაშორისო მიმართულებით დაფრინავს 23 საჰაერო ხომალდით.
კომენტარები