ვიდეოიტალიასაზოგადოება

ნეაპოლის მახლობლად მეწყერი ჩამოწვა – მაშველები დაკარგულ დედა-შვილს ეძებენ (ვიდეო)

სტიქიის ადგილას საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

იტალიის სამხრეთით, ნეაპოლთან ახლოს, კაზერტის პროვინციაში ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა. ორი ადამიანი, დედა-შვილი დაკარგულად ითვლება და მათი ძებნა ამ დრომდე გრძელდება.

„ანსას“ ცნობით, 74 წლის ანიეზე მილანეზე და მისი 42 წლის ვაჟი ჯუზეპე გუადანინო აპეკარით მიდიოდნენ, როდესაც მეწყერი ჩამოწვა. მათი დაჭეჭყილი სატრანსპორტო საშუალება ხრამში იპოვეს, სოფელ ტალანიკოს ცენტრში, სადაც მოვარდნილმა ღვარცოფმა ახალი გზა იპოვა  გორაკზე დასაშვებად. დაკარგულების სამძებრო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რამდენიმე ათეული თანამშრომელია ჩართული ძაღლებით, დრონებით, ნავებით და მყვინთავებით..

დედა-შვილი გუშინ კაკლის შესაგროვებლად წავიდა იმის შიშით, რომ მოახლოებული წვიმა მოსავალს გააფუჭებდა. როდესაც ძლიერი წვიმა წამოვიდა, მათ თავიანთ აპეკარამდე მისვლა მოასწრეს, რომლითაც სტიქიისგან თავის დაღწევას ცდილობდნენ. მათ წინ, სხვა სამბორბლიანი ტრანსპორტით ანიეზეს მეორე ვაჟი და ჯუზეპეს ძმა, რაფაელე მიდიოდა.

„ჩემს უკან მოდიოდნენ, მე მოსახვევში გავიარე და ისინი მეტად აღარ მინახავს – მარტო ვრჩები“, – ამბობს მწუხარედ რაფაელე, რომელიც დილით, მოაჯირზე დაყრდნობილი ხრამს გადაჰყურებდა და სასოწარკვეთილი ტიროდა. საქმე ისაა, რომ რაფაელეს მეორე ძმაც გარდაცვლილია – იგი ქვის მთლელად მუშაობდა და რამდენიმე წლის წინ დენმა დაარტყა. მამამისიც უკვე აღარ არის ცოცხალი.

„მათ მთელი ღამე ვეძებდით, მათ შორის, სახანძრო ბრიგადის დრონებითაც, მაგრამ უშედეგოდ“, – ამბობს იგი.

სან-ფელიჩე-ა-კანჩელოს მუნიციპალიტეტის მერის, ემილიო ნუცოს თქმით, სოფელი ძალიან დაზარალდა ძლიერი წვიმის გამო, რომელიც სულ რაღაც 15 წუთს გრძელდებოდა.

„სოფელს სერიოზული ზიანი მიადგა წვიმის შედეგად, რომელიც მაქსიმუმ თხუთმეტ წუთს გაგრძელდა, – ამბობს ნუცო. –  მოვითხოვეთ სტიქიის მდგომარეობა და თავს ცოტა მიტოვებულად ვგრძნობთ, რადგან რამდენჯერმე გვქონდა შეტყობინებები ნგრევის შესახებ, მაგრამ ამაოდ. და სანამ ჩვენ ვცდილობთ, გავიგოთ, როგორ შეიძლებოდა, რომ 15-წუთიან წვიმას  ასეთი კატასტროფა გამოეწვია, მეხანძრეები დაუღალავად აგრძელებენ  ტალახითა და ქვებით სავსე ორ კილომეტრზე მეტი სიგრძის ტერიტორიაზე დაკარგულების ძებნას მოლეკულური ძაღლებით, დრონებით, ნავებითა და მყვინთავებით“.

მედიის ცნობით, სტიქიური უბედურების ადგილის ახლომდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

ამასთან, ძლიერმა წვიმამ მილანისა და კომოს რეგიონებიც დააზარალა.

ნანა ძნელაძე

კაზერტის რაიონში დაკარგულებს ვერტმფრენითაც ეძებენ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close