ვიდეოსპორტი

ოლიმპიური ჩემპიონის, გენო პეტრიაშვილის ძმა – კონსტანტინე პეტრიაშვილი 17-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონია (ვიდეო)

იორდანიის ქალაქ ამანში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში 17-წლამდე სპორტსმენთა შორის კონსტანტინე პეტრიაშვილმა (92 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.

კონსტანტინე პეტრიაშვილმა მსოფლიო პირველობის ფინალში ნეიტრალური დროშით გამომსვლელი რუსი სანაკოევი 8:0 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ცნობისათვის, კონსტანტინე პეტრიაშვილი თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიური ჩემპიონის, სამგზის მსოფლიო ჩემპიონის და ორგზის ევროპის ჩემპიონის, გენო პეტრიაშვილის უმცროსი ძმაა.

შეგახსენებთ, რომ გენო პეტრიაშვილმა (125 კგ)ოლიმპიური ჩემპიონობა ორი კვირის წინ მოიპოვა პარიზში. მანამდე იგი ვერცხლის (ტოკიო) და ბრინჯაოს (რიო-დე-ჟანეირო) ოლიმპიურ მედლებს ფლობდა.

24 აგვისტოს ნიკოლოზ მაისურაძემ (80 კგ) გინალში ირანელ რეზა აფშართან იჭიდავა, დაძაბულ დაპირისპირებაში დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. საბოლოოდ საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიო პირველობა ორი მედლით დაასრულა.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close