პოლიტიკა

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები ცნობილია

ცესკომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

„არჩევნებისთვის მზადების პროცესში საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, კანონმდებლობით შესაძლებელი უადრესი ვადის გათვალისწინებით, საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრის განსაზღვრის მიზნით წილისყრის პროცედურა დღევანდელ სხდომაზე გაიმართა. აღსანიშნავია, რომ რიგითი ნომრების განაწილების პროცესი ლაივრეჟიმში გადაიცემოდა და ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა შესაძლებლობა, თვალყური ედევნებინა აღნიშნული პროცედურებისთვის. სხდომას ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლებიც ესწრებოდნენ“, – ნათქვამია ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

კომისიაში აცხადებენ, რომ საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრები ცესკომ განსაზღვრა როგორც წილისყრით, ისე შესაბამისი უფლებამოსილი პარტიების მიერ კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში (არაუგვიანეს 17 ივლისი) წარდგენილი განცხადებების საფუძველზე მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

საარჩევნო სუბიექტებს განესაზღვრათ შემდეგი რიგითი ნომრები:

№1 – „კი ევროპას – სტრატეგია აღმაშენებელი“;

№2 – „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“;

№3 – „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“;

№4 – „ახალი ერთობა გვარამია მელია“;

№5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;

№6 – „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“;

№7 – „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“;

№8 – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“;

№9 – „ლელო საქართველოსთვის“;

№10 – „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“;

№11 – „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“;

№12 – „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“;

№13 – „საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია“;

№14 – „მესამე გზა“; №15 – „სამართლიანობისთვის“;

№16 – „შეცვალე საქართველო“;

№17 – „საქართველო“;

№18 – „პროგრესი და თავისუფლება“;

№19 – „დემოკრატთა ალიანსი“;

№20 – „თავისუფალი საქართველო“;

№21 – „ტრიბუნა“;

№22 – „კანონი და სამართალი“;

№23 – „თავისუფალი არჩევანი – ახალი ალტერნატივა“;

№24 – „მწვანეთა პარტია“;

№25 – „გახარია საქართველოსთვის“;

№26 – „მემარცხენე ალიანსი“;

№27 – „ქართველთა ერთობა“;

№36 – „ახალი პოლიტიკური ცენტრი“;

№41 – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“;

№48 – „ანა დოლიძე – ხალხისთვის“.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close