„მაიმუნის ყვავილმა“ 13 ქვეყანა მოიცვა. პირველი შემთხვევა ევროპაშიც დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. შვედეთმა დაადასტურა, რომ მის ტერიტორიაზე აფრიკაში გავრცელებული დაავადება – მაიმუნის ყვავილი აღმოჩნდა.
რა უნდა ვიცოდეთ მაიმუნის ყვავილის შესახებ
Mpox – ცნობილი, როგორც მაიმუნის ყვავილი, არის ვირუსული დაავადება, რომელიც ადვილად ვრცელდება ადამიანებსა და ინფიცირებულ ცხოველებს შორის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ვირუსი შესაძლოა გავრცელდეს მჭიდრო კონტაქტით, შეხებით, კოცნით ან სექსუალური გზით. ძირითადად, გადამდებია დაბინძურებული ცხოველის ან ადამიანის ყველანაირი გამონაყოფიდან – ეს იქნება ნერწყვი, სპერმა, შარდი და ა. შ.
ვირუსი ასევე შეიძლება გადავიდეს ერთი ადამიანიდან მეორეზე თეთრეულით, ტანსაცმლით და ნემსით. მაიმუნის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია: ციებ-ცხელება, მტკივნეული გამონაყარი, თავის ტკივილი, კუნთებისა და ზურგის ტკივილი, ენერგიის ნაკლებობა, მარტივი დაღლა და გაფართოებული ლიმფური კვანძები.
ცხელებით (>38.3⁰C) მიმდინარე მწვავე დაავადება, რომელსაც თან ახლავს თავის ძლიერი ტკივილი, ლიმფოადენოპათია, წელის ტკივილი, მიალგია, ძლიერი სისუსტე და 1-3 დღის შემდეგ განვითარებული პროგრესული გამონაყარი, რომელიც ხშირად სახიდან იწყება და შემდეგ ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზე, მათ შორის, ფეხის ტერფებსა და ხელის გულებზე.
მაიმუნის ყვავილის სიმპტომები ჩვეულებრივი ყვავილის მსგავსია, თუმცა გაცილებით მსუბუქად მიმდინარეობს. ინკუბაციური პერიოდი 5-დან 21 დღემდეა (უპირატესად, 7-14 დღე).
მკურნალობა შესაძლებელია ყვავილის საწინააღმდეგო პრეპარატებით.
ნანა ძნელაძე
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ივნისში საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის ერთი შემთხვევა დადასტურდა.
საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის ერთი შემთხვევა დადასტურდა – პაციენტს ევროპაში მოგზაურობის ისტორია აქვს
კომენტარები