ქართველები უცხოეთშიnewsარტისტი

ქეთა თოფურია მესამე შვილის დედა გახდა

37 წლის ქეთა თოფურია მესამე შვილის დედა გახდა. 31 ივლისს მომღერალს ლევ დენგოვისგან ქალიშვილი შეეძინა. წყვილმა  გოგონას ნიკოლი დაარქვა, რის შესახებაც „A’Studio“-ს სოლისტმა „ინსტაგრამზე“ დაწერა და ახალშობილის პირველი ფოტო გამოაქვეყნა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Keti Topuria (@keti_one_official)

ქეთა თოფურია ლევ დენგოვზე 2020 წელს დაქორწინდა. ერთი წლის შემდეგ წყვილს ვაჟი – ადამი შეეძინა. ის ფაქტი, რომ ქეთა კვლავ ორსულად იყო, მიმდინარე წლის გაზაფხულზე გახდა ცნობილი, როდესაც თავად გააზიარა სურათები მომრგვალებული მუცლით. თუმცა ამის შესახებ თაყვანისმცემლები უფრო ადრე ალაპარაკდნენ, მაგრამ ქეთა ორსულობას გაზაფხულამდე საგულდაგულოდ მალავდა.

ნიკოლი ქეთა თოფურიას და ლევ დენგოვის მეორე საერთო შვილია. ქეთას ასევე ჰყავს ქალიშვილი, ოლივია, ბიზნესმენ ლევ გეიხმანთან პირველი ქორწინებიდან. ლევ დენგოვიც იყო დაქორწინებული და ორი შვილი – ვაჟი და ქალიშვილი წინა ურთიერთობიდან მასაც ჰყავს.

მომღერალს სოციალურ ქსელში არაერთი ცნობილი ადამიანი ულოცავს, მათ შორის, ნატალია პოდოლსკაია, ზარა, პოლინა გაგარინა, სერგეი ლაზარევი, ანი ლორაკი და სხვები.

სამშობიაროდან გამოწერილ მომღერალს მეუღლემვ სახლში სიურპრიზი დაახვედრა – ულამაზესი ყვავილებით სავსე ოთახი!

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close