კინო/ფილმებირას არ გაიგებ/ფაქტები

სიმფსონებმა იწინასწარმეტყველეს ტრამპის მკვლელობის მცდელობა – ვინ გახდება აშშ-ის პრეზიდენტი 2024 წელს

ანიმაციური სერია „The Simpsons“ ცნობილია იმით, რომ ხშირად პროგნოზირებს მომავალ მოვლენებს მათ დაწყებამდე დიდი ხნით ადრე. არავინ იცის, როგორ მუშაობს ეს მაგია, მაგრამ ფაქტი აშკარაა – ბევრი ისტორია, რომელიც სხვადასხვა ეპიზოდში იყო ნაჩვენები სხვადასხვა წლებში, რეალურ ცხოვრებაში ახდა.

„სიმფსონების“ ერთ-ერთ ეპიზოდში მულტფილმის ფანებმა იპოვეს წინასწარმეტყველება, თუ ვინ გახდება შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტი. ამერიკულმა ტელეარხმა CNN-მა დაწერა, რომ შესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისის გამარჯვებაზე იყოს საუბარი.

ერთ-ერთ ეპიზოდში 2000 წლის 19 მარტია და დროში მოგზაურობაც აქედან იწყება. ლიზა სიმფსონი პრეზიდენტი ხდება, მას იასამნისფერი პიჯაკი აცვია და მარგალიტის მძივი უკეთია. კოსტიუმი თითქმის იგივეა, რაც  21 წლის შემდეგ კამალა ჰარისს ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დღეს ეცვა.

მულტფილმმა ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტობის კანდიდატის მკვლელობის მცდელობაც იწინასწარმეტყველა.

1996 წელს გამოსულ  „Simpsons“-ის სერიაში ლიზა მიტინგზე მიკროფონთან დგას, ხოლო ახლომდებარე შენობის სახურავზე მსროლელი ჩანს, რომელსაც ორატორი მიზანში ჰყავს ამოღებული – ეს ეპიზოდი ვიზუალურად იმეორებს იმას, რაც ვნახეთ, როცა შეიარაღებულმა მამაკაცმა 2024 წლის 13 ივლისს პენსილვანიაში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს დონალდ ტრამპს ესროლა. საიდან იცოდნენ ეს მულტიპლიკატორებმა? დამთხვევაა?

The Independent-ი იტყობინება, რომ გაერთიანებული სამეფოს  Channel 4-ის ეთერში 14 ივლისს, შემთხვევიდან მეორეს დღეს, მე-7 სეზონის ეპიზოდი „Lisa the Iconoclast“ უნდა გასულიყო, სადაც ეს სცენაა. სერია ეთერიდან მოიხსნა და სიმფსონების სხვა ეპიზოდით ჩანაცვლდა.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის თომას მეთიუ კრუკსმა პენსილვანიაში გამართულ მიტინგზე ტრამპის მოკვლა სცადა. ყოფილი პრეზიდენტი ინციდენტს გადაურჩა. სროლის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, ორი კი დაიღუპა, მათ შორის, ეჭვმიტანილი.

მოვლენები, რომლებიც მსოფლიოში ბოლო წლებში განვითარდა, ერთი ამერიკული ოჯახის, სიმფსონების, თავგადასავალში ცოცხლდება. მსოფლიო იცვლება, მაგრამ შეუცვლელია მუშათა კლასის ცხოვრების სატირული სერიალი, რომელსაც ჰოლივუდის დიდების ხეივანში საკუთარი ვარსკვლავი უკვე აქვს.

მანანა ბანძელაძე

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close