ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 5 – 11 აგვისტო
ამ კვირის განმავლობაში ბევრი რამ დაგეგმილზე უკეთესად წარიმართება და წარმატებას მიაღწევთ არა ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, არამედ იდეების განხორციელების დაწყებისთანავე. მთავარია კარგად დაფიქრება და აქტიური მოქმედება. ხშირად ჩართეთ საქმეებში ახლობლები. წარმატებული იქნება მცირეხნიანი მოგზაურობები, განსაკუთრებით კვირის პირველ ნახევარში. თუ შესაძლებელია, შეეცადეთ შაბათ-კვირას მაქსიმალურად დაისვენოთ!
ამ კვირაში წვრილმანებზე ნუ ინერვიულებთ, ოპტიმიზმი საშუალებას მოგცემთ, სიტუაცია უკეთესობისკენ შეცვალოთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უმარტივესი ვარიანტი ყოველთვის არ არის საუკეთესო. ოთხშაბათს შეიძლება უმნიშვნელო, ადვილად მოსაგვარებელი პრობლემები წარმოიშვას, უბრალოდ, გაურკვევლობას უნდა გაუმკლავდეთ. შაბათს არ უნდა წახვიდეთ საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ, რადგან თქვენს სიმართლეს მაინც ვერ დაამტკიცებთ. მოსალოდნელია მოკლევადიანი მოგზაურობა ან მივლინება.
სასიკეთო დღეები: 5, 6.
არასასიკეთო დღე: 9.
კურო
დროა დაკავდეთ ბავშვების აღზრდით ან იზრუნოთ თვითგანვითარებაზე. ეს კვირა ამისთვის საუკეთესო პერიოდია. სანამ მოქმედებას დაიწყებთ, კარგად უნდა დაფიქრდეთ, უმცირესი დეტალიც კი არ უნდა გამოგრჩეთ. დროა შეისწავლოთ ახალი ტექნოლოგიები და საქმიანობის სფეროები. ხუთშაბათს თავი შეიკავეთ კრიტიკისგან, ნუ ჩაერთვებით კონფლიქტში, იყავით მშვიდი, შეინარჩუნეთ პოზიტიური განწყობა და ყველაფერი კარგად იქნება. შაბათ-კვირას ხმაურიან კომპანიას მარტოობა უნდა ამჯობინოთ, ფუჭ საუბრებს კი -კარგი წიგნის კითხვა.
სასიკეთო დღეები: 7, 10.
არასასიკეთო დღე: 8.
ტყუპი
ამ კვირაში მოსალოდნელია განწყობის ექსტრემალური ცვალებადობა, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს თქვენს პროფესიულ და პირად ცხოვრებაზე. ქცევის უეცარი ცვლილებები ასევე იმოქმედებს თქვენს ურთიერთობაზე გარშემო მყოფებთან. შეეცადეთ, აკონტროლოთ თქვენი ემოციები და გააკეთოთ ყველაფერი, რომ თქვენ გარშემო ხალისიანი და კომფორტული ატმოსფერო შექმნათ. თქვენი საყვარელი ადამიანი სიამოვნებით დაგეხმარებათ ყველა პრობლემის მოგვარებაში. კვირის ბოლოს მნიშვნელოვანი და სასიამოვნო საქმეებით იქნებით დაკავებული.
სასიკეთო დღეები: 8, 11.
არასასიკეთო დღე: 6.
არსებობს შესაძლებლობა, რომ ამ კვირაში მოულოდნელი პრობლემებით გადატვირთული აღმოჩნდეთ. უპირველეს ყოვლისა, არ ინერვიულოთ, რადგან ადვილად შეგიძლიათ გადალახოთ ნებისმიერი დაბრკოლება თქვენი ოჯახის დახმარებით და მხარდაჭერით. სამსახურში სასურველია კოლეგების ინტერესების გათვალისწინება და ინიციატივის გამოვლენა კომპრომისზე წასვლის გზით. დაიცავით თავი არასაჭირო შეხვედრებისა და კონტაქტებისგან და ყოველთვის შეეცადეთ, იპოვოთ ხელსაყრელი პოზიციები თქვენს საქმიანობაში. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, მეტი დრო გაატარეთ ოჯახთან ერთად სუფთა ჰაერზე.
სასიკეთო დღეები: 7, 10.
არასასიკეთო დღე: 9.
საკმაოდ ჰარმონიული პერიოდის ზღურბლზე იმყოფებით და ამის მოლოდინში ოპტიმისტურად ხართ განწყობილი. ორშაბათი უნდა მიუძღვნათ საქმეების დასრულებას და დოკუმენტების მოწესრიგებას. შეეცადეთ, ძალიან არ დაიტვირთოთ. კვირის მეორე ნახევარში გაიგებთ ისეთ რამეს, რაც აქამდე აზრად არ მოგსვლიათ. ამ კვირაში ყველა შეხვედრა საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება. ნუ იტყვით უარს ირგვლივ მყოფების დახმარებაზე, რადგან ეს არა მარტო სიამოვნებას მოგანიჭებთ, არამედ ხელშესახებ სარგებელს მოგიტანთ. ამავე დროს, ნუ ენდობით ადამიანებს, რომლებსაც კარგად არ იცნობთ.
სასიკეთო დღეები: 6, 9.
არასასიკეთო დღე: 5.
ეს კვირა, დიდი ალბათობით, განსაკუთრებული იქნება ბევრი თქვენგანისთვის, რადგან მოსალოდნელია კარიერული წინსვლა. ძალიან კარგი დროა თქვენი სრული პოზიტიური პოტენციალის დემონსტრირებისთვის და ამაში შეგიძლიათ, თქვენი კოლეგებისა და მენეჯმენტის მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. მთავარია, არ მოდუნდეთ და თავიდან აიცილოთ დაუდევრობა და გაუაზრებელი ქმედება. თქვენს პროფესიულ წარმატებას ასევე ხელს შეუწყობს პირად ცხოვრებაში არსებული ვითარება და ახლობლებთან ურთიერთგაგება. შეეცადეთ, სიფრთხილით მოეკიდოთ ჭორებს, იყავით მოწესრიგებული და მშვიდი.
სასიკეთო დღეები: 5, 8.
არასასიკეთო დღე: 6.
თუ თქვენ წინაშე არსებული ამოცანა გადაულახავი გეჩვენებათ, მიზნის მიღწევის გზა პატარა მონაკვეთებად დაყავით და ყველაფერი გამოგივათ. ორშაბათს შეგიძლიათ სარისკო საქმიანობაში ჩაერთოთ. ოთხშაბათს მნიშვნელოვანი შეხვედრა გელით. შესაძლოა, მნიშვნელოვანი ამბები მიიღოთ თქვენგან შორს მყოფი ადამიანისგან. თქვენი ექსპერიმენტული ბუნება ბევრად უფრო საინტერესოს და სასიამოვნოს გახდის თქვენს და თქვენი საყვარელი ადამიანების ცხოვრებას. ჰარმონია და სტაბილურობა ენერგიის შევსებაში დაგეხმარებათ.
სასიკეთო დღეები: 7, 11.
არასასიკეთო დღე: 8.
ამ კვირაში უამრავი შესაძლებლობა გექნებათ რომანტიკული თავგადასავლების, კარგი შემოსავლისა და აქტიური დასვენებისთვის. სამშაბათს და ოთხშაბათს რაც უფრო ნაკლებად იფიქრებთ საკუთარ სარგებელზე, მით უფრო წარმატებული იქნება შედეგები. უფრო მეტიც, შორს არ არის ის დრო, როდესაც ბევრად მეტს მიაღწევთ, ვარსკვლავების წყალობით, იღბალი თქვენს მხარესაა. კვირის ბოლოს მოგიწევთ, საყვარელ ადამიანს რთულ სიტუაციიდან თავის დაღწევაში დაეხმაროთ.
სასიკეთო დღეები: 9, 11.
არასასიკეთო დღე: 7.
ვარსკვლავების დადებითი გავლენით, ეს კვირა თქვენთვის ძალიან პოზიტიურად ჩაივლის. ამ კვირაში შეძლებთ თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებას. ორშაბათი ხელსაყრელი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. ხუთშაბათს სასურველია ნაკლები კონტაქტი გქონდეთ ირგვლივ მყოფებთან და თქვენთვის საინტერესო საკითხებზე მშვიდად დაფიქრდეთ. პარასკევს მზად იყავით ახლობლების დასახმარებლად ნებისმიერ შემთხვევაში. შაბათ-კვირას შეეცადეთ, არ გადატვირთოთ საკუთარი თავი საოჯახო საქმეებით.
სასიკეთო დღეები: 6, 11.
არასასიკეთო დღე: 5.
ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელთა უმეტესობა მთელი კვირის განმავლობაში საუკეთესო განწყობაზე იქნება. გამონახავთ დროს შესანიშნავი დასვენებისთვის მეგობრებთან და ოჯახთან ერთად. ახლო წრიდან ვინმე სასიხარულო ამბავს მოგიტანთ და ცხოვრებას ბედნიერებით აგივსებთ. ასეთი დრო ხშირად არ მოდის. შეეცადეთ, გაიხანგრძლივოთ ის რაც შეიძლება დიდხანს და გამოიყენოთ შესანიშნავი შესაძლებლობები, რათა გააუმჯობესოთ თქვენი პოზიციები და პერსპექტივები ცხოვრების ყველა სფეროში. ვინც ამ დღეებში სახლიდან შორს აღმოჩნდება, თავი უნდა აარიდოს უცნობ კომპანიებს.
სასიკეთო დღეები: 5, 7.
არასასიკეთო დღე: 9.
ამ კვირაში ბევრ თქვენგანს მოუწევს რაიმე სახის მოდერატორის როლის შესრულება: დიდი ალბათობით, შესაძლებელია კონფლიქტის მოგვარება მეგობრებსა თუ ახლო ნათესავებს შორის. თქვენი მშვიდი ბუნება, წინდახედულობასთან ერთად, დაგეხმარებათ, გაიგოთ სხვისი პრობლემები. ოთხშაბათს შესაძლოა სამსახურში სიტუაცია დაიძაბოს, ამიტომ ამ დღეს რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენის დაგეგმვა არ არის მიზანშეწონილი. მეტი დრო დაუთმეთ პირად ცხოვრებას. შაბათ-კვირას, სავარაუდოდ, ძალიან კარგ ამბებს შეიტყობთ.
სასიკეთო დღეები: 9, 10.
არასასიკეთო დღე: 7.
ამ კვირაში დაგროვილი პრობლემების აქტიური მოგვარებით იქნებით დაკავებული. შეხედეთ სამყაროს ოპტიმიზმით და იყავით შემოქმედებითი. ეცადეთ, არ გამოტოვოთ მნიშვნელოვანი მოვლენები, ირგვლივ ბევრი საინტერესო რამ ხდება. შესაძლოა, მეგობრებთან ან ნათესავებთან ერთად შეიკრიბოთ დიდი ხნის ნანატრი სტუმრების ჩამოსვლასთან დაკავშირებით. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იქნება თქვენთვის დაუვიწყარი მოვლენა, რომელიც დადებითი ემოციებით დაგმუხტავთ და მომავალში წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. პროფესიულ სფეროში ჯერ არ არის საჭირო მნიშვნელოვანი და გადაუდებელი საკითხების დაგეგმვა ან დაწყება.
სასიკეთო დღეები: 6, 11.
არასასიკეთო დღე: 8.
თამთა გურული
კომენტარები