იტალიასაზოგადოებასპორტი

იტალიის ნაკრების მედროშემ ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე საქორწილო ბეჭედი დაკარგა – „მაპატიე, ჩემო სიყვარულო!“

იტალიელმა სიმაღლეში მხტომელმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ჯანმარკო ტამბერიმ თავის ცოლს – კიარა ბონტემპის ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ პარიზში, ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე საქორწილო ბეჭედი დაკარგა.

შესაბამისი განცხადება სპორტსმენმა Instagram-ზე გამოაქვეყნა. როგორც ირკვევა, ტამბერის, რომელიც იტალიის ნაკრების მედროშე იყო, ბეჭედი სენაში ჩაუვარდა.

„მაპატიე, ჩემო სიყვარულო, საშინლად ვწუხვარ. ან ძალიან წვიმიანი ამინდის გამო, ან ბოლო თვეების გამო ზედმეტად ბევრი კილოგრამი დავკარგე, ან ენთუზიაზმით აღსავსე ვიყავი. სავარაუდოდ, სამივე ამ ფაქტორმა იმოქმედა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება – უცებ დავინახე, როგორ მიფრინავს ჩემი ბეჭედი ძირს. თვალი გავაყოლე, სანამ არ დავინახე, როგორ ახტა-დახტა ის ნავზე. იმედის ნაპერწკალიც კი გამიჩნდა. თუმცა, სამწუხაროდ, ბეჭედი წყალში ჩავარდა. მაგრამ თუ ეს მართლაც ასე უნდა მომხდარიყო, ამისთვის უკეთეს ადგილს ვერც კი წარმოვიდგენდი. ბეჭედი სამუდამოდ დარჩება იმ მდინარის ფსკერზე, რომელიც სიყვარულის ქალაქში მოედინება“, – დაწერა ტამბერიმ.

მან მეუღლეს შესთავაზა, თავისი ბეჭედიც სენაში გადააგდოს, რათა წყვილი შემდეგ ხელახლა დაქორწინდეს. უცნობია, რას ფიქრობს ამაზე კიარა. წყვილი 2022 წელს დაქორწინდა.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close