ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 15-21 ივლისი

ამ კვირაში კომფორტთან დაკავშირებული საყოფაცხოვრებო საკითხები წინ წამოიწევს. თუ დიდი ხანია გეგმავთ თქვენი პირადი საცხოვრებელი ფართის რემონტის დაწყებას, ნუ გადადებთ. რემონტის ახლავე დაწყებით დაზოგავთ დროს, ფულს და ნერვებს. ამ კვირაში ნათესავები და მეგობრები ნებაყოფლობით დაგეხმარებიან საოჯახო საქმეებში, რაც იმას ნიშნავს, რომ შეძლებთ დამღლელი და შრომატევადი რემონტი სწრაფად დაასრულოთ. რაც შეეხება სხვა მნიშვნელოვან სფეროებს, უახლოეს დღეებში, ძირითადად, ყველგან ძალიან მშვიდი, სტაბილური ატმოსფერო სუფევს.

 

ვერძი

ამ კვირაში სასურველია იფიქროთ თქვენი იმიჯის შეცვლაზე, რაც დადებითად იმოქმედებს თქვენს ცხოვრებაზე. ძალიან გაგახარებთ ცვლილებები, რომლებიც მოხდება როგორც პირად ურთიერთობებში, ისე სამსახურში. უბრალოდ, არ ღირს საქმეების გარკვევა ხელმძღვანელებთან, ნუ ეწინააღმდეგებით მათ და, თუ შესაძლებელია, თვალში ხშირად ნუ შეეჩხირებით. ყურადღება მიაქციეთ თქვენს საუბარს, შეეცადეთ, დაფიქრდეთ რას ამბობთ. ნებისმიერი გადაწყვეტილება მშვიდად და თავდაჯერებულად მიიღეთ. კვირის ბოლოს, დიდი ალბათობით, შეხვდებით ძველ მეგობარს ან ნათესავს, რომელიც დიდი ხანია არ გინახავთ.

სასიკეთო დღეები: 15, 20.

არასასიკეთო დღე: 14.

 

კურო

ამ კვირაში შესაძლებლობა გექნებათ, დაასრულოთ დიდი ხნის პროექტი და მიიღოთ მისგან არა მხოლოდ მორალური კმაყოფილება, არამედ მატერიალური სარგებელიც. ორშაბათი დამღლელი და ქაოსური იქნება, მაგრამ ეს ხელს არ შეგიშლით, გააგრძელოთ თქვენი საქმე ახალი შესაძლებლობებისა და მიმართულებების აღმოსაჩენად და თქვენი ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად. ოთხშაბათს, როგორც ჩანს, მოგიწევთ პროფესიული ინტერესების დაცვა, შეეცადეთ, გამოიყენოთ თქვენი მჭევრმეტყველება და გამოცდილება, რაც კარიერული ზრდის წინაპირობებს შეგიქმნით. თქვენი პირადი ცხოვრება მშვიდი და საინტერესო იქნება.

სასიკეთო დღეები: 17, 21.

არასასიკეთო დღე: 20.

 

ტყუპი

ეს თქვენს პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების კვირაა. მარტო აღარ იქნებით. სამაგიეროდ პროფესიულ სფეროში მოგიწევთ გარკვეული გამოცდის ჩაბარება, რათა ის, რაც გააკეთეთ, სათანადოდ შეფასდეს და კარიერული დივიდენდები დააგროვოთ. არ არის გამორიცხული, ახლო მომავალში ნანატრი სიახლეებით გაგახარონ. ბიზნესმენები, სავარაუდოდ, დადებენ მომგებიან გარიგებებს, რაც მათს ფინანსურ სტაბილურობას უზრუნველყოფს. შაბათ-კვირას შეძლებთ კომფორტულ პირობებში გაატაროთ დრო ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად. შესაძლოა, უბრალოდ, ზღვაზე წახვიდეთ და მშვიდად დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 16, 19.

არასასიკეთო დღე: 15.

 

კირჩხიბი

ამ კვირაში შეძლებთ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღებას, რომლის სისტემატურ განხორციელებას დიდად შეუწყობს ხელს საიდუმლო მოკავშირე. შესაძლოა, მოგიწიოთ ახალი გამოწვევების მიღება და მეტი პასუხისმგებლობის აღება, ახალი იდეებით ექსპერიმენტის ჩატარება და ახალი ტენდენციების შესწავლა. პროფესიული თვალსაზრისით, შესაძლებელია ვინმეს ფასდაუდებელი მომსახურება გაუწიოთ. სამშაბათს შეძლებთ დაამტკიცოთ თქვენი საიმედოობა და შეუცვლელობა როგორც გუნდში, ისე ოჯახში. კარგი იქნება, თუ კვირის ბოლოსთვის ოჯახთან ერთად მოკლე მოგზაურობას დაგეგმავთ.

სასიკეთო დღეები: 16, 18.

არასასიკეთო დღე: 15.

 

ლომი

ამ კვირაში არავის წინაშე ვალდებული არ ხართ. თუ ვინმე ფიქრობს, რომ თქვენზე უკეთესად უმკლავდება სიტუაციას, ჯობს მისი თავდაჯერებულობა თქვენ სასარგებლოდ გამოიყენოთ. სამშაბათს შეუცვლელი ადამიანი იქნებით ამ სიტყვის სრული გაგებით. თქვენი ფინანსური მდგომარეობა, დიდი ალბათობით, გაუმჯობესდება და დასტაბილურდება. შესაძლებელია ფულადი სარგებელი მოულოდნელი წყაროებიდან. კვირის მეორე ნახევარში ყურადღება გაამახვილეთ პირად და ოჯახურ ცხოვრებაზე, დასვენებასა და მოგზაურობაზე. ნუ მოერიდებით სახლში სტუმრებს, რადგან მათი სტუმრობა არა მარტო გასარეცხ ჭურჭელს, არამედ ღირებულ ინფორმაციასაც დაგიტოვებთ.

სასიკეთო დღეები: 17, 20.

არასასიკეთო დღე: 19.

 

ქალწული

სანერვიულო მოვლენები უკან დაგრჩათ, ცოტა მოდუნდით, მაგრამ ამ კვირაში კიდევ ბევრი დაუმთავრებელი საქმე გაქვთ. არ დაკარგოთ ოპტიმიზმი, მოიკრიბეთ ძალა და შეძლებთ ერთი შემოქმედებითი იმპულსით დაასრულოთ ეს საქმეები. ძალიან კარგი დროა სხვადასხვა იურიდიული და ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად. შეეცადეთ მშვიდობიანად მოაგვაროთ ნებისმიერი პრობლემა, რომელიც წარმოიქმნება. შეიძლება წვრილმანებმა შეგაწუხოთ, ეცადეთ, არ გაღიზიანდეთ და გააცნობიეროთ, რომ ხანდახან დიდი საქმეები წვრილმანებით იწყება. ბედი აუცილებლად გაგიღიმებთ და ის თითქმის არასოდეს შეგაქცევთ ზურგს!

სასიკეთო დღეები: 16, 17.

არასასიკეთო დღე: 20.

 

სასწორი

ხელსაყრელი კვირაა როგორც პროფესიულად, ისე პირად ცხოვრებაში. საკუთარ წარმატებაში დარწმუნებული იქნებით და ეს ნებისმიერი პრობლემის გადალახვაში დაგეხმარებათ. შესაძლებელია, რომელიმე კოლეგა შეეცადოს, ხელი შეგიშალოთ, მაგრამ, უბრალოდ, უნდა უგულებელყოთ ეს მცდელობები და განაგრძოთ თქვენი დავალებების კეთილსინდისიერად შესრულება. მიიღეთ კრიტიკა არა როგორც პროვოკაცია, არამედ როგორც სასარგებლო გამოცდილება. თქვენი ფინანსური მდგომარეობა სტაბილურია. სამსახურში დადებითი მომენტები პირად ცხოვრებაზე კარგ გავლენას მოახდენს, რაც დიდ სიამოვნებას მოგიტანთ. შაბათ-კვირას სასურველია არ იყოთ მარტო, მიიღეთ მეგობრების მიწვევები.

სასიკეთო დღეები: 16, 21.

არასასიკეთო დღე: 18.

 

მორიელი

შეეცადეთ, ამ კვირაში მაქსიმალურად აქტიური იყოთ. წარმატება გელით სამსახურში, თუ დროს წვრილმანებზე არ დახარჯავთ. თქვენი ავტორიტეტი გაიზრდება, ზემდგომები თქვენს აზრს გაითვალისწინებენ. ეს კვირა, ასევე, კარგია სხვა სამუშაოზე გადასასვლელად, რადგან ახალ გუნდს ორგანულად შეუერთდებით. ენერგიის მოზღვავება და შესანიშნავი პირობები მოგცემთ თავდაჯერებას, გადამწყვეტად იმოქმედოთ და ყველაზე გაბედული პროექტების და გეგმების განხორციელებას შეძლებთ. პირად ცხოვრებაში შეეცადეთ, არ დაკარგოთ სიმშვიდე და არ გაიფუჭოთ ურთიერთობა ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთან. თავშეუკავებლობამ შეიძლება სტრესი გამოიწვიოს და უარყოფითი გავლენა მოახდინოს თქვენს ბიზნესზე ან სამსახურზე.

სასიკეთო დღეები: 15, 19.

არასასიკეთო დღე: 21.

 

მშვილდოსანი

მოსალოდნელია ეს კვირა იყოს საკმაოდ პროდუქტიული, სხვადასხვა ღონისძიებით სავსე. ამ დროისთვის დაგეგმეთ მნიშვნელოვანი შეხვედრები და მოლაპარაკებები, მაგრამ ორშაბათს და ხუთშაბათს მნიშვნელოვან საკითხებს ნუ შეეჭიდებით. ნებისმიერი საკითხის მოგვარებისას მეგობრები და ნათესავები კარგი მრჩევლები აღმოჩნდებიან. ნუ შეგეშინდებათ ცვლილებებისა პროფესიულ სფეროში, შეგიძლიათ ახალი რამ ისწავლოთ. მეტი დრო დაუთმეთ ახალგაზრდა თაობასთან ურთიერთობას. თავისუფალი დრო მეგობრების, ნათესავების გარემოცვაში გაატარეთ. საყვარელ ადამიანებთან ჰარმონიული ურთიერთობების შესანარჩუნებლად მოქნილობის და ტაქტის გამოჩენა გმართებთ.

სასიკეთო დღეები: 16, 18.

არასასიკეთო დღე: 17.

 

თხის რქა

უახლოეს დღეებში შეძლებთ გააოცოთ თქვენი მეგობრები და კოლეგები ახალი იდეებით. ამ კვირაში, მიუხედავად სხვათა საწინააღმდეგო მოსაზრებებისა,  მტკიცედ დაიცავით თქვენი სიმართლე და გუშინდელი ოპონენტები მოკავშირეები გახდებიან. შეეცადეთ, მოიპოვოთ ნდობა, არ ისაუბროთ სხვათა საიდუმლოებებზე. გრანდიოზული გეგმების შედგენამდე ახლობელ ადამიანებთან გაიარეთ კონსულტაცია. არ არის ხელსაყრელი პერიოდი ბიზნესმენებისთვის, დეტალურად განიხილეთ ყველაფერი, სანამ ახალ პროექტში ინვესტირებას გადაწყვეტთ. ყურადღება მიაქციეთ თქვენს ჯანმრთელობას, შეეცადეთ, კვირის ბოლოს მშვიდ გარემოში დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 15, 16.

არასასიკეთო დღე: 20.

 

მშვილდოსანი

საქმიანი ურთიერთობები, რომლებიც მშვენივრად ვითარდება, ამ კვირაში შეიძლება მოულოდნელად შეიცვალოს. განსაკუთრებით მოერიდეთ ცდუნებებს, უფრთხილდით საოფისე რომანს, რომელსაც შეუძლია მთლიანად გაანადგუროს თქვენი კარიერა. კარგი იქნება, თუ გადახედავთ თქვენი ქცევის სტილს, შესაძლოა იმიჯი შეიცვალოთ. შეეცადეთ სიტუაციის ადეკვატურად მოიქცეთ, სამსახურში გამოავლინოთ თქვენი პოტენციალი და მენეჯმენტის მადლიერებას დაიმსახურებთ. ეს თქვენს კარიერას გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმარება. იზრუნეთ ოჯახური პრობლემების მოსაგვარებლად.

სასიკეთო დღეები: 17, 20.

არასასიკეთო დღე: 15.

 

თევზები

დაელოდეთ მომგებიან შემოთავაზებებს ამ კვირაში, განსაკუთრებით სამსახურში, სადაც, სავარაუდოდ, კარგ შეფასებას დაიმსახურებთ ნაყოფიერი მუშაობისთვის. დაწინაურების შანსები არსებობს, თუმცა გარკვეული დაბრკოლებებიც არის მოსალოდნელი თქვენი მიზნისკენ მიმავალ გზაზე. ხუთშაბათს და პარასკევს ძალების მაქსიმალურ მოზღვავებას იგრძნობთ და როგორც ვარსკვლავები წინასწარმეტყველებენ, თქვენს ქმედებებს მხოლოდ სასიკეთოდ წარმართავთ. თქვენი ფინანსური მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ დასვენების დღეებში ჯობია არაფერი შეიძინოთ. შაბათ-კვირას უმჯობესია სუფთა ჰაერზე გახვიდეთ და კარგად დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 17, 19.

არასასიკეთო დღე: 18.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close