FB-დან მეგობრების წაშლას თურმე ისტორიული ფესვები აქვს და და-CANCEL-ება არახალია
ხელოვნების მუზეუმის დირექტორი, ისტორიკოსი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში საქართველოს ისტორიის კიდევ ერთ საინტერესო, საკუთარ ვერსიას გვიზიარებს.
ამჯერად ისტორიკოსი მარტვილის ეკლესიის უნიკალური ფრესკაზე მოგვითხრობს, თუ როგორ გაჩნდა უცნაური გამოსახულება: ფიგურა ქალის თავითა და მამაკაცის სხეულით.
„სოციალური ქსელიდან მეგობრების წაშლას, ფოტოებიდან გარკვეული სახეების ამოჭრას, წიგნებიდან და აფიშებიდან სახელების გაქრობას უძველესი ფესვები აქვს… თქვენ წინაშეა უნიკალური ფრესკა მარტვილის ეკლესიიდან. თუ მას დააკვირდებით, დაინახავთ, რომ ფრესკის სახე მანდილზე დადგმული გვირგვინით აშკარად ქალისაა – მაშინ, როცა სამოსი, ქამარში ჩამაგრებული სატევრით, უთოდ მამაკაცის ჩაცმულობის ნაწილია, სახეც ოდნავ დაგრძელებულია და ის ვერ ემთხვევა ზედა თავის კონტურებს… აღსანიშნავია ისიც, რომ თანმდევი წარწერის ნაწილი ქალს ეკუთვნის, ნაწილი კი – მამაკაცს… მოკლედ საქმე იმაშია, რომ აქ თავიდან კაცია ჩიქვანის პირველი ცოლი – ხვარამზე ლორთქიფანიძე ყოფილა დახატული, თუმცა მოგვიანებით, როგორც ჩანს, განაწყენებულ შვილიშვილებს ბაბუის პირველი ცოლის ფიგურაზე, ახალგაზრდობაში გარდაცვლილი ძმის – ვახტანგ ჩიქვანის პორტრეტი გადაუხატავთ… თუმცა აშკარად უჩქარიათ, ბათქაში არ გამოუყენებიათ და ნახატი ისე შეუსრულებიათ, ამიტომ ფერწერა მდგრადი არ აღმოჩნდა და დროთა განმავლობაში ნაწილობრივ ჩამოირეცხა… შედეგად ძველ დროში ადამიანების და-„cancel“-ების საინტერესო მაგალითი გამოჩნდა, უცნაური გამოსახულება: ფიგურა ქალის თავითა და მამაკაცის სხეულით“, – წერს გიორგი კალანდია.
კომენტარები