ვიდეორას არ გაიგებ/ფაქტებიარტისტი

ტეილორ სვიფტის კონცერტებმა ციურიხში მიწისძვრა გამოიწვია (ვიდეო)

9 ივლისს ციურიხში, „ლეტციგრუნდის“ სტადიონზე ტეილორ სვიფტის კონცერტის მიმდინარეობისას, რომელსაც 50 000 ადამიანი ესწრებოდა, სტადიონიდან 6 კილომეტრის რადიუსის ფარგლებში სეისმომეტრებმა ბიძგები დააფიქსირა. ამის შესახებ ინფორმაციას შვეიცარიის სეისმოლოგიური სერვისი ავრცელებს.

ამ ფენომენს სოციალურ მედიაში „Swift-quake“ („სვიფტისძვრა“) შეარქვეს (სიტყვების თამაშია და ინგლისურად სიტყვასიტყვით  „სწრაფ მიწისძვრას“ ნიშნავს).

ყველაზე მაღალი სეისმური მაჩვენებლები საღამოს შვიდი საათის შემდეგ დაფიქსირდა, როდესაც მომღერალი სცენაზე გამოვიდა. თაყვანისმცემლები მას ხტუნვითა და ცეკვით შეეგებნენ.

„როდესაც ბევრი ადამიანი რიტმულად მოძრაობს ერთად, ეს ენერგია, ჰარმონიული რხევების სახით, მიწაში გადადის და შეიძლება ახლომდებარე სეისმომეტრებით დაფიქსირდეს“, – განმარტეს სეისმოლოგიურ სამსახურში.

ეს არ არის ტეილორ სვიფტის პირველი კონცერტი, რომელსაც „სვიფტისძვრა“ მოჰყვა – 2023 წელს აშშ-ის ქალაქ სიეტლში გამართულმა მისმა კონცერტმა 2,3 მაგნიტუდის მიწისძვრის ეკვივალენტური სეისმური აქტივობა გამოიწვია. მაშინ კონცერტს 144 ათასი მაყურებელი ესწრებოდა. მაშინ სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ სეისმური აქტივობის მიზეზი ფანების სინქრონული მოძრაობა და ხმის გამაძლიერებელი სისტემა გახდა.

მეცნიერებმა „სვიფტისძვრა“ 2011 წელს სიეტლში მომხდარ სეისმურ აქტივობას შეადარეს, რომელიც ფეხბურთის მატჩმა გამოიწვია, თუმცა, მათი თქმით, სვიფტის ფანების მიერ გამოწვეული რყევა ორჯერ უფრო ძლიერი იყო.

ტეილორ სვიფტი ამჟამად ევროპაში მსოფლიო ტურნეზე – The Eras Tour-ზე იმყოფება. 17 ივლისიდან იგი კონცერტების სერიას გერმანიაში დაიწყებს.

მანანა ბანძელაძე

მომღერალმა ტურნეს ფარგლებში კონცერტი დუბლინშიც გამართა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close