საზოგადოებარჩევები

როგორ შევარჩიოთ სანადირო დანა

თუ ნადირობისა და გარე აქტივობების მოყვარული ხართ, კარგი სანადირო დანა თქვენი საუკეთესო კომპანიონი იქნება. დანა საიმედო ინსტრუმენტია, რომელიც თქვენი ნადირობის ხარისხსა და შედეგს განაპირობებს. თუმცა ბაზარზე არსებული უამრავი ვარიანტიდან როგორ უნდა შეარჩიოთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული სანადირო დანა? დღევანდელ ბლოგში სწორედ ამ კითხვაზე გაგცემთ პასუხს.

დანის დანიშნულება

სანამ უშუალოდ დეტალებზე გადავალთ, მნიშვნელოვანია განსაზღვროთ თქვენი დანის ძირითადი დანიშნულება. თუ ტყავის დასამუშავებლად გჭირდებათ, საჭიროა დანა თხელი, მოქნილი პირით, თუ ძვლებისა და ხორცის განცალკევებაა თქვენი მიზანი, უფრო ვიწრო დანა გამოგადგებათ, ხოლო თუ ზუსტად არ გაქვთ განსაზღვრული მიზანი, უმჯობესია, თუ არჩევანს გააკეთებთ ზოგადი დანიშნულების დანაზე, რომელსაც შეუძლია გაუმკლავდეს სხვადასხვა ამოცანას.

დანის პირის დიზაინი და ფორმა

სანადირო დანებს სხვადასხვა ტიპის პირი აქვს და თითოეული შესაფერისია კონკრეტული დანიშნულებისთვის:

Drop Point: ეს არის სანადირო დანების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დანის ტიპი. მას მოღუნული პირი აქვს, რაც მას იდეალურს ხდის ტყავის მოსაშორებლადა და დასაჭრელად. ის ასევე შესაფერია ზოგადი გამოყენებისთვის.

Clip Point: აქვს ჩაზნექილი ფორმა დანის უკანა მხარეს და შესანიშნავია დეტალური მუშაობისთვის. მისი მკვეთრი პირი კი სიზუსტის საშუალებას იძლევა.

Gut Hook: ზოგიერთ სანადირო დანას პატარა კაუჭი აქვს უკანა მხარეს, რომელიც ცხოველების მუცლის ღრუს გასახსნელად გამოიყენება. ეს ფუნქცია შეიძლება გამოსადეგი იყოს, თუმცა არ არის აუცილებელი ყველა მონადირისთვის.

დანის პირის მასალა და სიგრძე

დანის პირის მასალა განაპირობებს დანის გამძლეობას, გალესვისა და მოვლის სიხშირეს. განასხვავებენ სამი ტიპის მასალას:

უჟანგავი ფოლადი: მდგრადია ჟანგისა და კოროზიის მიმართ და ნაკლებ მოვლას საჭიროებს, თუმცა მათი გალესვა შეიძლება უფრო ხშირად დაგიჭირდეთ.

ნახშირბადოვანი ფოლადი: ასეთ დანებს უფრო ბასრი პირი აქვთ და ამ მდგომარეობას ხანგრძლივად ინარჩუნებენ. ისინი უფრო მგრძნობიარენი არიან ჟანგის მიმართ, ამიტომ საჭიროა რეგულარული მოვლა და გაწმენდა.

უმაღლესი ხარისხის ნახშირბადის უჟანგავი ფოლადი: ამ ტიპის დანა უჟანგავი და ნახშირბადოვანი ფოლადის უპირატესობების კომბინაციაა. თუ უმაღლესი ხარისხის სანადირო დანებს ეძებთ, სწორედ ამ მასალისგან შექმნილი დანა უნდა შეარჩიოთ.

რაც შეეხება დანის პირის სიგრძეს, ეს მახასიათებელიც თქვენს საჭიროებებს უნდა მოარგოთ. პატარა დანა უფრო კომფორტულია, თუმცა გრძელი დანა ბევრი დანიშნულებით გამოიყენება. როგორც წესი, 7-დან 12 სმ-მდე სანადირო დანა საკმარისია სხვადასხვა ამოცანის შესასრულებლად.

სახელურის მასალა და დიზაინი

სანადირო დანა აუცილებელია იყოს კომფორტული, ამიტომ არჩევისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია სახელურის მასალა. ძირითადად გამოიყენება ოთხი ტიპის მასალა:

ხე:  გთავაზობთ კლასიკურ იერს და კომფორტს, მაგრამ შესაძლოა მეტი მოვლა დასჭირდეს, რათა თავიდან აიცილოთ ტენიანობისგან დაზიანებები.

კაუჩუკი: უზრუნველყოფს უსაფრთხოებასა, განსაკუთრებით სასარგებლოა სველ პირობებში, რადგან არ სრიალებს ხელში. გამძლეა და არ სჭირდება ხშირი მოვლა.

Micarta: გამძლე და ტენიანობის მიმართ მდგრადია.

G10: მინაბოჭკოვანი ლამინატი, რომელიც გამძლე და მსუბუქია.

ფიქსირებული თუ დასაკეცი დანა?

არჩევანი ფიქსირებულ და დასაკეც დანებს შორის თქვენს მოთხოვნებსა და სურვილებზე დაყრდნობით უნდა გააკეთოთ:

ფიქსირებული დანები: ზოგადად, უფრო ძლიერი და საიმედოა. ეს დანები იდეალურია მძიმე სამუშაოებისთვის. მათი გაწმენდა და მოვლა უფრო ადვილია, მაგრამ უსაფრთხო ტარებისთვის საჭიროა ჩასადები.

დასაკეცი დანები: უფრო კომპაქტური და ადვილად სატარებელია და მოსახერხებელია ყოველდღიური გამოყენებისთვის, თუმცა ისინი შეიძლება არ იყოს ისეთი გამძლე ან ადვილად გასაწმენდი, როგორც ფიქსირებული დანები.

შეჯამება

სწორი სანადირო დანის არჩევა დამოკიდებულია თქვენს კონკრეტულ საჭიროებებსა და პრეფერენციებზე. დანის ტიპის, მასალის, სიგრძის, სახელურის დიზაინისა და ბიუჯეტის გათვალისწინებით, შეგიძლიათ იპოვოთ სანადირო დანა, რომელიც თქვენს სანადირო თავგადასავალში მუდამ საიმედო კომპანიონი იქნება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close