დასაქმებაეკონომიკასაბერძნეთი

საბერძნეთი: 6-დღიანი სამუშაო კვირის რეჟიმი პირველ ივლისს ძალაში შევიდა

საბერძნეთის მთავრობამ მეექვსე სამუშაო დღე შემოიღო საჯარო სექტორში, კომუნალურ სამსახურებში და კერძო სექტორში უწყვეტად მომუშავე კომპანიებისთვის, ორგანიზაციებისა და ფერმებისთვის, რომლებიც ადრე 5-დღიანი სამუშაო კვირის სისტემით მუშაობდნენ. უწყვეტად ცვლებში მომუშავე კომპანიებს შეეძლებათ თანამშრომლებს სთხოვონ მუშაობა კვირის მეექვსე დღეს, დღიური ხელფასის 40%-ით გაზრდით (სადღესასწაულო დღეს – 115%-ით). ამასთან, მე-6 სამუშაო დღის გამოყენება გამორიცხულია ტურიზმის სექტორში და კვების ინდუსტრიაში. ახალი რეგულაცია პირველ ივლისს ამოქმედდა,

ამასთან, მე-6 სამუშაო დღე მხარდაჭერილია ციფრული სამუშაო ბარათით და PS Tool II-ის სისტემით.

5053/23 კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ექვსდღიანი სამუშაოს შემოღება მათთვის, ვინც დღემდე კვირაში ხუთ დღეს მუშაობდა, 2024 წლის მარტიდან უნდა დაწყებულიყო, როდესაც სამრეწველო საწარმოები ციფრულ შრომის ბარათის სისტემაზე გადავიდნენ, თუმცა ახალი რეგულაციის ამოქმედება ივლისამდე გადაიდო.

გაუთვალისწინებელი მაღალი დატვირთვის შემთხვევაში კომპანიას შეეძლება გამოიყენოს მეექვსე სამუშაო დღე შემდეგი პირობებით:

  • სავალდებულოა წინასწარ განაცხადის გაკეთება PS ERGANI II-ში, რომ გაზრდილია დატვირთვა კონკრეტული პერიოდისთვის. ეს განსაკუთრებული პირობა დამსაქმებელმა შრომის ინსპექციას უნდა განუცხადოს დასაქმებულის მუშაობის დაწყებამდე და ექვემდებარება კონტროლს მოქმედი დებულებების შესაბამისად;
  • დასაქმებულმა მეექვსე სამუშაო დღეს მუშაობის შემთხვევაში დღიური ანაზღაურების 40%-ით მეტი უნდა მიიღოს;
  • დამატებით დღეს სამუშაო დრო არ უნდა აღემატებოდეს 8 საათს; ზეგანაკვეთური მუშაობა დაუშვებელია;
  • ხუთდღიანი ღამის ცვლის მქონე საწარმოებში (24:00-06:00) მეექვსე დღეს მუშაობა ღამის ცვლაში დაუშვებელია;
  • კანონის დებულებებს დაქვემდებარებული დამსაქმებლები ვალდებულნი არიან, სამუშაო დროის ორგანიზაციის განაცხადში მანამ გაწერონ მეექვსე დღეს მომუშავე თანამშრომლების სამუშაო დროის ლიმიტების დეტალები, სანამ ისინი მუშაობას დაიწყებენ.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close