საქართველოსპორტი

კიდევ ერთი ისტორიული ოქრო მაღალი რანგის საერთაშორისო ტურნირიდან – მირანდა კაპანაძე ევროპის ჩემპიონი გახდა თავისუფალ ჭიდაობაში (ვიდეო)

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, სერბეთში, ნოვი სადში მიმდინარე ტურნირზე მირანდა კაპანაძემ თავისუფალ ჭიდაობაში ოთხივე ორთაბრძოლა მოიგო და 17-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, რომ ქართული ჭიდაობის დიდ ისტორიაში ჯერჯერობით ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენი ქვეყნის ქალთა ეროვნული ან ასაკობრივი ნაკრების წევრი ამ რანგის შეჯიბრებაზე ჩემპიონი გახდა.

მირანდა კაპანაძემ ევროპის ჩემპიონატის ფინალამდე ჩეხი ლანა პეზიჩი (8:0), ნეიტრალური გუნდის სახელით მოჭიდავე რუსი დოლჟონ ცინგუევა (8:6) და აზერბაიჯანელი ფიდან ბაბაევა (8:0) დაამარცხა, საჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში კი თურქ ოზლემ გურსოისთან (6:3) გაიმარჯვა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close